შაბათი, ნოემბერი 23, 2024
aviabiletebi aviabiletebi
aviabiletebi
Homeსილამაზესახლის პირობებშიც შეგვიძლია ვიზრუნოთ საკუთარი თავის სილამაზეზე! გაეცანით ჟელატინისა და ნახშირის ნიღბების...

სახლის პირობებშიც შეგვიძლია ვიზრუნოთ საკუთარი თავის სილამაზეზე! გაეცანით ჟელატინისა და ნახშირის ნიღბების რამდენიმე რეცეპტს!

სახლის პირობებშიც შეგვიძლია ვიზრუნოთ საკუთარი თავის სილამაზეზე! გაეცანით ჟელატინისა და ნახშირის ნიღბების რამდენიმე რეცეპტს!

ბოლო დროს პოპულარული გახდა ე.წ ქსოვილის სახის ნიღბები. ისინი არ არის იაფი და ეფექტიც ხშირად ძნელად შესამჩნევია. მაშ, რატომ უნდა გადაიხადოთ ზედმეტი? უმჯობესია თქვენი სახის მოვლაში შეიტანოთ ხელნაკეთი ნიღბები, მარტივი და ხელმისაწვდომი ინგრედიენტებისგან შემდგარი.

ამ სტატიაში ჩვენ გეტყვით, რა გავლენას ახდენს ნახშირისა და ჟელატინის სახის ნიღაბი კანზე და გაგიზიარებთ ამ შესანიშნავი საშუალების რეცეპტებს.

  • სახის ნიღაბი ნახშირით და ჟელატინით

ნახშირის ჟელატინის ნიღაბი შესანიშნავი საშუალებაა ფორების ღრმა გასაწმენდად და შავი წერტილებისგან თავის დასაღწევად. ასეთი ნიღაბი სალონური პროცედურების შესანიშნავი ალტერნატივა იქნება, რომელსაც ყველას არ შეუძლია. გარდა ამისა, მისი მომზადება და გამოყენება ძალიან მარტივია.

  • ჟელატინის და ნახშირის ნიღაბი

ინგრედიენტები:

  • 1-2 აქტივირებული ნახშირის ტაბლეტი
  • 2 ს.კ თბილი წყალი
  • 1 ს.კ ჟელატინი

მომაზდების მეთოდი:

ჟელატინი უნდა გააჩეროთ ცივ წყალში 5 წუთის განმავლობაში, შემდეგ გაწურეთ და გახსენით თბილ წყალში. თუ ჟელატინი მარცვლოვანია, მაშინ ჩაალბეთ 30°C-მდე გაცხელებულ წყალში და დაელოდეთ სანამ დაიშლება.

შემდეგ წაისვით სახის კანზე და გაიჩერეტ 20 წუთით. ბოლოს კარგად ცამოიბანეტ თბილი წყლით, ნაზად შეიმშრალეთ სახე რბილი პირსახოცით და წაისვით თქვენი საყვარელი დამატენიანებელი.

  • ნიღაბი გააქტიურებული ნახშირით და ჟელატინით

ჟელატინს დაუმატეთ დაფხვნილი გააქტიურებული ნახშირი. კარგად აურიეთ.
ნიღბის წასმამდე აუცილებლად ორთქლზე გაათბეთ სახე, რომ ფორები გაიხსნას. ამისათვის შეგიძლიათ გამოიყენოთ მწვანილის დეკორქცია, წყალი ეთერზეთებით ან საკვები სოდა. შვიდი წუთი საკმარისი იქნება ორთქლის აბაზანის მისაღებად.

აბაზანის შემდეგ დაელოდეთ სანამ ტენიანობა არ გაქრება სახიდან და გაიმშრალეთ სახე ბამბის პირსახოცით ან ქაღალდის ხელსახოცით. შემდეგ კი წაისვით ნიღაბი და გაიჩერეთ 15-20 წუთით. ბოლოს ჩამოიბანეთ ტბილი წყლით და წაისვით დამატენიანებელი.

  • ჟელატინის ნიღაბი

წაისვით ნიღაბი სახეზე, მოერიდეთ თვალების და ტუჩების მიდამოებს, გაიჩერეთ ნახევარი საათის განმავლობაში. გარკვეული პერიოდის შემდეგ. ნაზად მოიშორეთ. ნიღბის მოხსნის შემდეგ დაიბანეთ სახე გრილი წყლით და წაისვით დამატენიანებელი.

თუ ჟელატინის ნიღაბი კარგად არ შორდება კანს, გამოიყენეთ ცხიმიანი რძე მაკიაჟის მოსაშორებელი. დაიტანეთ ცოტაოდენი ბამბის დისკზე და წაისვით სახის იმ ადგილებზე, საიდანაც ნიღაბი ძნელია მოსაშორებელია.

კომპენსაცია ფრენებზე
კომპენსაცია ფრენებზე
ავიაბილეთები
Don`t copy text!