სამშაბათი, ნოემბერი 26, 2024
aviabiletebi aviabiletebi
aviabiletebi
Homeჯანმრთელობამეთოდი, რომლის გამოყენებითაც პირველივე საათებში დაამარცხებთ გაციებას! ის სწრაფად მოგიხსნით ყელის ტკივილს...

მეთოდი, რომლის გამოყენებითაც პირველივე საათებში დაამარცხებთ გაციებას! ის სწრაფად მოგიხსნით ყელის ტკივილს და შვებასაც მალევე იგრძნობთ!

მეთოდი, რომლის გამოყენებითაც პირველივე საათებში დაამარცხებთ გაციებას! ის სწრაფად მოგიხსნით ყელის ტკივილს და შვებასაც მალევე იგრძნობთ!

გაციებისა და ყელის ტკივილის პრობლემა თითქმის ყველას ექმნება. არც მე ვარ გამონაკლისი, ამ დროს აუცილებლად მივმართავ ხალხურ მედიცინას. ანგინას ვირისტერფათი ვმკურნალობ.

რეცეპტი და მომზადების წესი:

  1. ვირისტერფას ფოთლები კარგად გარეცხეთ.
  2. შემდეგ გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში და გაწურეთ.
  3. ბოლოს კი დაუმატეთ იმავე რაოდენობის ხახვის წვენი და წითელი ღვინო.
  4. მიღებული ნარევი შედგით მაცივარში.
  5. გამოყენების წინ კარგად შეანჯღრიეთ.

მიღების წესი:

1 ს/კ ნარევი მიღების წინ გააზავეთ 3ს/კ წყალში. მიიღეთ დღეში 2-3-ჯერ.

წამლის ასეთი სახით მომზადებას მხოლოდ ზაფხულის პერიოდში შეძლებთ, ზამთარში კი მოამზადეთ გამხმარი ფოთლების ნაყენი შემდეგნაირად:

  1. 5 გ (1 ს/კ) ვირისტერფას ფოთოლი მომინანქრებულ ჭურჭელში გადაიტანეთ.
  2. დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი და თავდახურული წყლის აბაზანაში 15 წუთს გააჩერეთ.
  3. ხშირ-ხშირად ურიეთ.
  4. შემდეგ გადმოდგით და 45 წუთის განმავლობაში ოთახის ტემპერატურაზე გააცივეთ.
  5. გადაწურეთ და ფოთლებიც მაქსიმალურად გამოწურეთ.
  6. ნაყენი მდუღარე წყლით 200 მლ-მდე შეავსეთ. შეინახეთ გრილ ადგილას, არა უმეტეს 2 დღე-ღამისა.

უნდა სვათ თბილ-თბილი, 1/3-1/2 ჭიქა დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 1 საათით ადრე.

ეს ნაყენი, გარდა ყელის ტკივილისა, შეგიძლიათ ბრონქიტის, ხველის დროსაც გამოიყენოთ.

ცოტა რამ ვირისტერფას შესახებ:

ვირისტერფა გავრცელებულია მთელ საქართველოში. ამ მცენარის ყვავილებსა და ფოთლებს ივენებენ ნედლეულად. ყვავილობის პერიოდში ყვავილებს ჭრიან ძირში და აშრობენ, ფოთლებს კი აგროვებენ ზაფხულის პირველ ნახევარში(ფოთლები არ უნდა იყოს დაზიანებული).

გისურვებთ ჯანმრთელობას!

კომპენსაცია ფრენებზე
კომპენსაცია ფრენებზე
ავიაბილეთები
Don`t copy text!