სამშაბათი, ნოემბერი 26, 2024
aviabiletebi aviabiletebi
aviabiletebi
Homeჯანმრთელობამარილი ცვლის საკვების გემოს, მაგრამ ის გავლენას ახდენს თქვენს ჯანმრთელობაზე ისე, რომ...

მარილი ცვლის საკვების გემოს, მაგრამ ის გავლენას ახდენს თქვენს ჯანმრთელობაზე ისე, რომ თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ ამას!

მარილი ცვლის საკვების გემოს, მაგრამ ის გავლენას ახდენს თქვენს ჯანმრთელობაზე ისე, რომ თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ ამას!

მარილი ცვლის საკვების გემოს, მაგრამ ის ასევე მოქმედებს ჯანმრთელობაზე, ძირითადად უარყოფითად, ისე, რომ ვერც კი წარმოიდგენთ.

ეს არის იოდის ძირითადი წყარო და მისმა დეფიციტმა შეიძლება გამოიწვიოს ჩიყვი. მეორეს მხრივ, თუ ჭარბი რაოდენობით ხდება მისი მოხმარება შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის პრობლემები.

  • მეტეორიზმი

თუ შებერილობის პრობლემა გაქვთ, მარილის მოხმარების შემცირება დაგეხმარებათ ამ პრობლემის მოგვარებაში. მარილის ჭარბი მოხმარება ზრდის ორგანიზმში ნატრიუმის დონეს, რის გამოც ის ინარჩუნებს სითხის დამატებით რაოდენობას.

  • მარილი იწვევს არტერიულ წნევას

მარილი გავლენას ახდენს არტერიულ წნევაზე. რაც უფრო მეტ მარილს მიირთმევთ, მით მეტია ნატრიუმი ორგანიზმში, რაც ზრდის არტერიულ წნევას. მარილის მოხმარების შემცირება 4,6 გრამით ამცირებს არტერიულ წნევას. მარილის ნაკლებობას საპირისპირო ეფექტი აქვს, ამიტომ რეკომენდებულია მარილის მიღების მონიტორინგი, რადგან ამ გზით ორგანიზმში ნატრიუმის დონეც კონტროლდება.

  • მარილი მოქმედებს გულის დაავადებებზე

ნატრიუმი ძალიან მნიშვნელოვანია ორგანიზმისთვის, მაგრამ მისი ჭარბი რაოდენობა იწვევს მნიშვნელოვან ზიანს და შეიძლება გამოიწვიოს სისხლძარღვების დაავადებები, გულის დაავადება, გულის უკმარისობა და ინსულტი. მარილის გადაჭარბებული მოხმარება რისკს აორმაგებს. მწეველები, მოხუცები, დიაბეტით დაავადებულები და მაღალი წნევის მქონე ადამიანები რისკ ჯგუფს წარმოადგენენ, ამიტომ მათ უნდა გააკონტროლონ მარილის მიღება.

  • მარილი გავლენას ახდენს კოგნიტურ უნარებზე

არტერიული წნევის მატება იწვევს ტვინის პრობლემებს. ადამიანები, რომლებიც მოიხმარენ ბევრ მარილს და არ მოძრაობენ, ემუქრებათ კოგნიტური დაქვეითება. ექსპერტები გვირჩევენ შეამციროთ მარილის მიღება, ასევე რეკომენდებულია  ყოველდღიური ვარჯიში 30 წუთის განმავლობაში, რათა ადამიანი გონებრივად და ფიზიკურად ჯანმრთელი იყოს.

  • მარილი უარყოფითად მოქმედებს თირკმელებზე

თირკმელები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ სისხლიდან ნარჩენი პროდუქტების გაფილტვრაში და მათმა უკმარისობამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლში სითხის დისბალანსი, არანორმალური მდგომარეობა და საბოლოოდ სიკვდილი. არტერიულმა წნევამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს თირკმელების უკმარისობა, რადგან ის ზეწოლას ახდენს არტერიებზე. ადამიანები, რომლებსაც აქვთ თირკმლის პრობლემები, გრძნობენ გაუმჯობესებას მარილის მიღების შემცირებით. მარილის მოხმარება ნამდვილად დაკავშირებულია თირკმელების ჯანმრთელობასთან.

  • ინსულტი

მარილის მაღალი მოხმარება ზრდის ნატრიუმის რაოდენობას სისხლში და ეს იწვევს არტერიული წნევის მატებას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ინსულტი. ორგანიზმში ნატრიუმის გასაკონტროლებლად რეკომენდებულია მარილის მიღების შემცირება.

კომპენსაცია ფრენებზე
კომპენსაცია ფრენებზე
ავიაბილეთები
Don`t copy text!