ექიმები გაუცებულნი არიან! ეს რეცეპტი ეფექტურად აღადგენს თვალის ანთებით დაავადებებს!
კამას საკაზმად ბევრი იყენებს, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ამ მცენარის ფესვებსაც, თესლსაც და ფოთოლსაც არაჩვეულებრივი სამკურნალო თვისებები აქვს. მინდა გაგაცნოთ კამისგან დამზადებული რამდენიმე საშუალება, რომლებიც ძალიან უხდება თვალის დაავადებებს.
გლაუკომის დროს:
1 ჩ/კ კამის თესლი დანაყეთ, დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, 1 საათით დააყენეთ, გადაწურეთ და მიიღეთ თითო ს/კ 4-ჯერ დღეში. მკურნალობის კურსი 2-კვირიანია. 10-დღიანი შესვენების შემდეგ კურსი შეგიძლიათ გაიმეოროთ. სასურველია, პერიოდულად მცენარეული შარდმდენი საშუალებებიც მიიღოთ.
თვალის ანთებითი დაავადებების (კონიუნქტივიტის) დროს:
1 ს/კ დაქუცმაცებულ კამის ღეროს ან თესლს დაასხით 300 მლ მდუღარე წყალი და წამოადუღეთ. გადმოდგით, გააცივეთ, გადაწურეთ და საფენებად გამოიყენეთ. ბევრჯერ მომირჩენია ასეთი საფენებით კონიუნქტივიტი ჩემი ოჯახის წევრებისთვის.
ექიმის კომენტარი:
კამა ეთერზეთებით მდიდარი ერთწლიანი მცენარეა. გამოირჩევა სასიამოვნო და ძლიერი არომატით. მისი თესლი, ისევე როგორც თვით მცენარე, შეიცავს სურნელოვან ეთერზეთებს. კამის ყველაზე დიდი ღირსება ის არის, რომ მადისაღმძვრელი საუკეთესო საშუალებაა და საკვების სწრაფ და სრულფასოვან მონელებას ასტიმულირებს. გარდა ამისა, კამა ვიტამინებისა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნივთიერებების წყაროა.
შეიცავს დიდი ოდენობით C, B, B, PP, P ვიტამინებს, კაროტინს, კალიუმს, კალციუმს, ფოსფორს, რკინასა და სხვა მიკროელემენტთა მარილებს. კამა იმდენად მდიდარია უჯრედისით, რომ ზოგჯერ ხატოვნად ნაწლავების ჯაგრისსაც კი უწოდებენ. მათ, ვინც მუდმივად ცომეულსა და მშრალ საკვებს მიირთმევს, დღეში ერთი კონა კამა უნდა ჭამონ.
კამას იყენებენ როგორც სამკურნალოდ, ასევე დაავადებათა პროფილაქტიკისთვისაც, რადგან მას არაერთი სასარგებლო თვისება აქვს:
- ბაქტერიოციდული აცხრობს ჩირქოვან პროცესებს და ეხმარება ორგანიზმს სასარგებლო მიკროფლორის გამრავლებაში;
- სპაზმოლიზური — ხსნის გლუვი კუნთების სპაზმს;
- სისხლძარღვთა გამაფართოებელი — აადვილებს სისხლის მიწოდებას ორგანიზმის პრაქტიკულად ყველა ორგანოსთვის;
- ჰიპოტენზიური — აქვეითებს წნევას სისხლძარღვებში;
- შარდმდენი — ასტიმულირებს შარდის გამოყოფას;
- ანთების საწინააღმდეგო — აცხრობს ყოველგვარ ანთებას;
- კარდიოტონური — აქვს გულის მუშაობის მატონიზებელი ეფექტი; სედაციური —აუმჯობესებს ძილს, ამშვიდებს;
- ამოსახველებელი — ათხიერებს სქელ, წებოვან ნახველს, ხელს უწყობს მის გამოძევებას;
- ნაღველმდენი — აადვილებს ნაღვლის გამოყოფას;
- საფაღარათო — აუმჯობესებს პერისტალტიკას, კარგია შეკრულობისას;
- რეპარაციული — აჩქარებს წყლულების, პოსტოპერაციული ჭრილობებისა და ძვლოვანი ქსოვილის შეხორცებას.
კამა სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა, შარდის გამომყოფი, საჭმლის მომნელებელი, სისხლის წარმომქმნელი სისტემებისთვის, სტაფილოს წვენთან ერთად თვალებისთვის, ამშვიდებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას, ხსნის უძილობას, აქვეითებს არტერიულ წნევას ჰიპერტონიული დაავადების დროს, აცხრობს გულის არეში ტკივილებს ქრონიკული კორონარული უკმარისობისას. ერთი ჩაის კოვზი გამხმარი კამა ხსნის კრუნჩხვასა და კოლიკას, მუცლის ძლიერ ტკივილს. ამავე ოდენობის ხმელი კამის დაღეჭვა (და არა გადაყლაპვა) აცხრობს ხველასა და მოხრჩობის შეგრძნებას.
კამის წყალს პატარებს კოლიკის მოსახსნელად ასმევენ. კამის ეთერზეთები ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი წვენების გამოყოფას და ნაწლავებიდან აირთა გამოდევნას. კამას წარმატებით იყენებენ მარილთა ჩალაგების პროფილაქტიკისთვის, დიაბეტისა და სიმსუქნის სამკურნალოდ.
დამამშვიდებელი ეფექტი აქვს სტენოკარდიის, ნევროზის, მუცლის ღრუს გლუვი კუნთების სპაზმის დროს. გლაუკომის შემთხვევაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება კამის ჰიპოტენზიური და სპაზმოლიზური ეფექტი. ხოლო კონიუნქტივიტის დროს — კამის ბაქტერიოციდულ და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას უნდა ჰქონდეს განმსაზღვრელი მნიშვნელობა.