არტერიების გაწმენდა ბუნებრივი ნატურალური საშუალებით!
ათეროსკლეროზი არის დაავადება, რომელიც ხდება იმის გამო, რომ არტერიები დახშულია ცხიმით. ეს ბლოკირება ხელს უშლის შემდგომ სისხლის ნაკადს და ამან შეიძლება გამოიწვიოს გულის გაჩერება, ტვინის სისხლდენა და სიკვდილიც კი.
ამიტომ სერიოზულად უნდა მიაქციოთ ყურადღება რას მიირთმევთ და შეამციროთ ცხიმისა და შაქრის მიღება. გარდა ამისა, ჩვენ ამ სტატიაში გაგიზიარებთ ბუნებრივი წამლის რეცეპტს, რომელიც გაწმენდს თქვენს არტერიებს საფუძვლიანად.
ამ წამლის მოსამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ შემდეგი სახის ინგრედიენტები:
- ერთი ლიტრი წყალი
- ერთი ჭიქა ქიშმიში (სასურელია ღია ფერის ქიშმიში შეარჩიოთ)
- ორი სუფრის კოვზი წვრილად დაჭრილი ჯანჯაფილი
- ორი სუფრის კოვზი ნატურალური თაფლი
- ოთხი სუფრის კოვზი მწვანე ჩაი
მომზადების პროცესი ასეთია:
- აიღეთ საშუალო ზომის ქვაბი, მასში ჩაასხით წყალი და დადგით გაზქურაზე.
- წყალი მიიყვანეთ ადუღებამდე დაბალ ცეცხლზე, შემდეგ დაამატეთ მწვანე ჩაი.
- ქვაბი გადმოდგით გაზქურიდან და გააჩერეთ რამდენიმე წუთი.
- ათი წუთის შემდეგ დაუმატეთ ქიშმიში, დაჭრილი ჯანჯაფილი და ნატურალური თაფლი.
- ბოლოს დააფარეთ თავსახური და გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე, რომ სითხე კარგად გაცივდეს.
როგორ უნდა მივიღოთ ეს სამკურნალო წამალი?
თქვენს მიერ მომზადებული წამალი მიიღეთ 2-ჯერ დღეში ჭამის წინ. თქვენ შეამჩნევთ გაუმჯობესებას. რა თქმა უნდა, აუცილებელია მარილისა და ცხიმის მიღების შემცირება.
ცოტა რამ ინგრედიენტების შესახებ...
- ქიშმიში, როგორც ინგრედიენტი, კარგია გულისა და ნაღვლისთვის.
- მრავალრიცხოვანმა კვლევებმა აჩვენა, რომ თაფლის რეგულარული მოხმარება ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს, მათ შორის, ვისაც აქვს მიდრეკილება მათ მიმართ.
- მკვლევარებმა მეცნიერულად დაამტკიცეს ჯანჯაფილის ფესვის სასარგებლო გავლენა გულ-სისხლძარღვთა სისტემის აქტივობაზე. როგორც გაირკვა, ჯანჯაფილი ამცირებს სისხლის სიბლანტეს, ხელს უშლის თრომბოზის წარმოქმნას. გარდა ამისა, მცენარე აქტიურად ასტიმულირებს სისხლძარღვების ქოლესტერინისგან გაწმენდას.