სამშაბათი, ნოემბერი 26, 2024
aviabiletebi aviabiletebi
aviabiletebi
Homeჯანმრთელობაუნაბი - სიცოცხლის მცენარე, რომელიც სასწაულებს ახდენს! ეს ყველამ უნდა იცოდეს!

უნაბი – სიცოცხლის მცენარე, რომელიც სასწაულებს ახდენს! ეს ყველამ უნდა იცოდეს!

უნაბი - სიცოცხლის მცენარე, რომელიც სასწაულებს ახდენს! ეს ყველამ უნდა იცოდეს!

უნაბის ნაყოფი უხსოვარი დროიდან გამოიყენება, როგორც ამოსახველებელი, მატონიზებელი, საფაღარათო და შარდმდენი საშუალება.

ამჟამად მეცნიერულ მედიცინასაც მოეპოვება კლინიკური ცდებით დადასტურებული მონაცემები იმის შესახებ, რომ უნაბის ნაყოფს ჰიპოტენზიური და შარდმდენი თვისება გააჩნია.

ცალკეული ექიმი-მკვლევარები წარმატებით მკურნალობენ ჰიპერტონიით შეპყრობილ ავადმყოფებს. ხშირ შემთხვევებში სისხლის წნევა მნიშვნელოვნად და მყარად შეუმცირდა ბევრ ავადმყოფს უნაბის ნაყოფით ჩატარებული სპეციფიკური მკურნალობის შედეგად.

უნაბის ფოთლები 10-20 მგ პროცენტამდე C ვიტამინს შეიცავს და ტკივილგამაყუჩებელი თვისებებიც გააჩნია.

ფოთლის კარგად დაღეჭვის შემთხვევაში, ადამიანი დროებით კარგავს მწარე და ტკბილი გემოს შეგრძნების უნარს.

ნაყოფი შეიცავს:

  • 40 პროცენტამდე ნახშირწყლებს,
  • 5 პროცენტზე მეტ პროტეინს,
  • 1,5 პროცენტზე მეტ ქარვის და ვაშლის მჟავებს,
  • 2,5 პროცენტამდე პენქტინოვან ნივთიერებს,
  • 2 პროცენტზე მეტ ფისებს,
  • 1,2 პროცენტ მთრიმლავ ნივთიერებებს.
  • საკმაოდ მდიდარია C ვიტამინით (880 მგ პროცენტამდე).

იჭმევა როგორც უმი, ასევე დამჭკნარი, გამომშრალი და დაკონსერვებული.

მე-19 საუკუნის ბოლომდე უნაბის ნაყოფის ნახარშს, "გულმკერდის ჩაის" სახელწოდებით ცნობილს, იყენებდნენ როგორც დამარბილებელ საშუალებას ყელის ტკივილისა და კატარით მიმდინარე დაავადებათა დროს. უნაბი გამოიყენება როგორც ცოცხალი (უმი), ასევე გამომშრალი (დაჩირებული) სახით. უშუალოდ ხეზე გამომშრალი (დაჩირებული) ნაყოფი დიდხანს ინახება და მეტად სასარგებლოა.

უნაბი რეკომენდებულია ჰიპოვიტამინოზების, მათ შორის - სურავანდის სამკურნალოდ.

  1. გამომშრალი უნაბი კარგად გარეცხეთ ცივ წყალში,
  2. ჩაყარეთ მომინანქრებულ ჭურჭელში (მსხვილი ნაყოფი სასურველია 3-4 ნაწილად გაიყოს),
  3. დაასხით მდუღარე წყალი (1 კგ-ზე - 2 ლიტრი),
  4. მჭიდროდ დაახურეთ სახურავი,
  5. შეფუთეთ და 8-12 საათით გააჩერეთ სითბოში,
  6. შემდეგ გადაწურეთ.
  7. ნაყენი გადაღვარეთ,
  8. ნაყოფს კი ხელმეორედ დაასხით მდუღარე წყალი,
  9. 10-12 საათი გააჩერეთ და ისევ გადაწურეთ.

ეს საშუალება კარგია კარგია ჰიპერტონიის დროს - ნაყოფი და ნაყენი ცალ-ცალკე მიირთვით. ერთ ჯერზე დალიეთ ერთი ჭიქა.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

კომპენსაცია ფრენებზე
კომპენსაცია ფრენებზე
ავიაბილეთები
Don`t copy text!