პარასკევი, ნოემბერი 22, 2024
aviabiletebi aviabiletebi
aviabiletebi
Homeსილამაზესაოცარი ზეთი, რომელიც ხელს უშლის თმის ცვენას და ავსებს ბუდობრივი ცვენის დროს...

საოცარი ზეთი, რომელიც ხელს უშლის თმის ცვენას და ავსებს ბუდობრივი ცვენის დროს გამელოტებულ ადგილებს!

საოცარი ზეთი, რომელიც ხელს უშლის თმის ცვენას და ავსებს ბუდობრივი ცვენის დროს გამელოტებულ ადგილებს!

საშუალება, რომელიც საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი - ის ნამდვილად მუშაობს!

თავდაპირველად გეტყვით, რომ თმის ცვენა შესაძლოა გამოწვეული იყოს რამდენიმე ფაქტორით, ეს შეიძლება იყოს გენეტიკური პრობლემა, არასწორი კვება, დაბერების პროცესი ან გარკვეული მედიკამენტების არასწორედ გამოყენება.

თხელი თმა და სიმელოტე კი ის ერთ-ერთი პრობლემაა, რომელსაც საკმაოდ ბევრი ადამიანი აწყდება და მათ უწევთ თმის ზრდის სტიმულირების ტრადიციული მეთოდების გამოყენება. პრობლემა ისაა, რომ ასეთ მეთოდებს ჩვეულებრივ აქვთ მძიმე გვერდითი მოვლენები, რამაც შეიძლება გააუარესოს მდგომარეობა. უმჯობესია გამოიყენოთ ბუნებრივი საშუალებები, რომლებიც ეფექტურია თმის ზრდის სტიმულირებისთვის და რომელთაც ასევე არ აქვთ გვერდითი მოვლენები.

ერთ-ერთი ბუნებრივი ინგრედიენტი, რომელიც დაგეხმარებათ სქელი თმის მიღებაში, არის აბუსალათინის ზეთი. ეს ზეთი მდიდარია მინერალებით, ომეგა-9 ცხიმოვანი მჟავებით და E ვიტამინით, ასევე აქვს ძლიერი ანტიმიკრობული ეფექტი.

აბუსალათინის ზეთის ჯანმრთელობის სარგებელი:

აბუსალათინის ზეთი შეიძლება გამოყენებულ იქნას შემდეგი პირობების სამკურნალოდ:

  • თავის ტკივილი,
  • პარაზიტები,
  • მზისგან დამწვრობა.
  • კანის ინფექციები,
  • მუწუკები,
  • შავი წერტილები და კანის სხვა პრობლემები
  • ასევე კუჭ-ნაწლავის პრობლემები,
  • მენსტრუალური ტკივილები,
  • ქერტლი და სოკოვანი ინფექციები, რომლებიც გავლენას ახდენენ სკალპზე.

აბუსალათინის ზეთში ნაპოვნი ომეგა -9 ცხიმოვანი მჟავები კი აუცილებელია სკალპის და თმის პრობლემების სამკურნალოდ. ეს ხელს უწყობს თმის ფოლიკულების გამდიდრებას თმის ზრდის სტიმულირებისთვის. აბუსალათინის ზეთში არსებული უჯერი ცხიმების ტრიგლიცერიდები ხელს უწყობს თმის აღდგენასა და გაძლიერებას, ხოლო რიცინოლეინის მჟავა სასარგებლოა ობისა და სოკოთი გამოწვეული ინფექციების პრევენციასა და მკურნალობისთვის.

ამ საშუალების გამოყენებით თქვენ ნამდვილად შეგიძლიატ თმის ზრდის სტიმულირება! ამისათვის საკმარისია სკალპის მასაჟი, წაისვით აბუსალათინის ზეთი და შეიზილეთ მასაჟისებრი მოძრაობებით. შედეგად აბუსალათინის ზეთი მარტივად მოხვდება თმის ფოლიკულებში, რადგან ის ხსნის ფორებს. ხდის თქვენს წარბებს და წამწამებს უფრო სქელს და მოცულობითს.

შეგიძლიათ მოამზადოთ შემდეგი საშუალება, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას ადგილობრივად წარბებსა და სკალპზე:

ინგრედიენტები:

  • აბუსალათინის ზეთი - 39 მლ
  • ნივრის ზეთი - 15 წვეთი
  • პანთენოლი - 20 მლ

მომზადება და გამოყენება:

შეურიეთ ყველა ინგრედიენტი პატარა თასში. შემდეგ მიღებული ხსნარი წაისვით სასურველ ადგილებში თითის ბალიშების ან ბამბის დისკის გამოყენებით. ხოლო  საუკეთესო შედეგისთვის უნდა ეცადოთ გაიმეოროთ ეს მკურნალობა ყოველ საღამოს ძილის წინ.

კომპენსაცია ფრენებზე
კომპენსაცია ფრენებზე
ავიაბილეთები
Don`t copy text!