ხალხური მედიცინის წიგნაკიდან გულის ჯანმრთელობისთვის საუკეთესო რეცეპტებს შემოგთავაზებთ! გაეცანით სრულად.
კარგად მოგეხსენებათ, რომ ცოცხალი ორგანიზმი ვერ იარსებებს, თუ მისი თითოეული უჯრედი განუწყვეტლივ არ მომარაგდა სისხლით. სწორედ ეს ევალება სისხლის მიმოქცევის ორგანოთა სისტემასაც.
გული სისხლის მიმოქცევის სისტემის ცენტრალური ორგანოა. იგი, ფაქტობრივად, ადამიანის ჩასახვისთანავე იწყებს მუშაობას და მხოლოდ მისი გარდაცვალებისას ჩერდება.
ამ ორგანოს ხშირად ადარებენ ძლიერ ტუმბოს, რომლის განუწყვეტელი მოქმედების შედეგად სისხლი მუდმივად გადაიტყორცნება სისხლძარღვებში, ამასთან, არა მხოლოდ გულის ქვევით, არამედ მის ზევით მდებარე ორგანოებშიც.
მშვენივრად ვიცი, რომ გულთან "ხუმრობა" არ შეიძლება როცა ადამიანს გული აწუხებს,
დიაგნოზი სპეციალისტმა უნდა დაუსვას.
თუმცა პირველად გულმა რომ შემაწუხა, ყველაზე სანდო და უებარ ხერხს მივმართ, ხალხური მედიცინის წიგნაკიდან ყველაზე სასარგებლო მცენარეული რეცეპტი ამოვარჩიე და მკურნალი ექიმის თანხმობით მის გამოყენებას შევუდექი.
მოგვიანებით შევიტყვე, რომ ეს წამალი პროფილაქტიკისთვისაც შესანიშნავი ყოფილა.
რეცეპტის მთავარი კომპონენტი ყველასთვის კარგად ნაცნობი კატაბალახაა:
წამალი ყოველ დილას უნდა მოამზადოთ და მთელი დღის განმავლობაში სვათ.
– აიღეთ საჩვენებელი თითისოდენა პურის ნაჭერი და 4 ტოლ ნაწილად გაჭერით. თითოეულს დააწვეთეთ 3-4 წვეთი კატაბალახას ნაყენი. ერთი მაშინვე ჩაიდეთ პირში, რამდენიმე წუთს გააჩერეთ, შემდეგ დაღეჭეთ და გადაყლაპეთ, დანარჩენი კი 4 საათში ერთხელ ასეთივე წესით მიირთვით. შედეგს 4-5 დღის შემდეგ იგრძნობთ.
გულით დაავადებულთათვის ძლიერ სასარგებლოა მეორე წამალიც:
აიღეთ 1 ლიტრი ნატურალური თაფლი, 10 ლიმონის წვენი და 10 პატარა ზომის თავი გახეხილი ნიორი. ეს ყველაფერი კარგად აურიეთ ერთმანეთში და თავდახურულ ქილაში ერთ კვირა გააჩერეთ.
ერთი კვირის შემდეგ ქილას ხუფი მოხადეთ, ნაზავს კარგად ამოურიეთ და
მიიღეთ 4 სადილის კოვზი დღეში ერთხელ, მაგრამ ერთბაშად ნუ გადაყლაპავთ, ნელ- ნელა, აუჩქარებლად მიირთვით. სასურველია, რომ მისი მიღებიდან ერთი დღეც არ გამოტოვოთ, ეს საგრძნობლად კარგად აისახება შემდგომ შედეგზე
ნარევი 2 თვეს უნდა გეყოთ. მკურნალობის კურსიც სწორედ ამდენ ხანს გრძელდება.
გისურვებთ ჯანმრთელობას!