კარტოფილის ყლორტებით ვმკურნალობთ მრავალ დაავადებას
ყლორტებიდან მიღებული სოლანინის მოქმედება ძალიან ეფექტურია მრავალი დაავადების სამკურნალოდ.
წლის ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მიიღოთ გამწვანებული კარტოფილის ტუბერები და ყლორტები. ყლორტებიდან მიღებული სოლანინის მოქმედება ძალიან ეფექტურია მრავალი დაავადების სამკურნალოდ.
ჯერ ნაყენი უნდა მოამზადოთ
ნაყენი კურნავს:
- ეგზემა და დერმატიტი სხეულის ნებისმიერ ნაწილზე, რომელსაც თან ახლავს ძლიერი ქავილი.
- კანისა და ფრჩხილების სოკოვანი დაავადებები.
- ყელის ტკივილისა და პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთების დროს დაუმატეთ 15-20 წვეთი ნაყენი 1/2 ჭიქა თბილ წყალს - გასარეცხად.
- ართრიტი და ართროზი, ოსტეოქონდროზი: შეიზილეთ მტკივნეულ სახსრებში,გადააფარეთ შალის ქსოვილით.
- გაციება: ნაყენი მკერდზე შეიზილება.
გაზაფხულზე კარტოფილი ხშირად ყვავდება. გგონიათ, რომ ის აღარ გამოგადგებათ? აღმოჩნდა, რომ აყვავებული კარტოფილის ყლორტები უებარია ასთმის დროს .
ელექსირის მომზადება მარტივია: დაჭერით აყვავებული კარტოფილის ყლორტები,ჩაყარეთ ჭურჭელში და დაასხით 96-გრადუსიანი სპირტი. სპირტი დაახლოებით 2 თითის სიმაღლეზე უნდა ფარავდეს ყლორტებს. გააჩერეთ ნაყენი 2 კვირა, რის შემდეგაც გაწურეთ ორმაგ მარლაში.
ყოველი მიღების წინ ნაყენი გააზავეთ 200 მლ წყალში. მიიღეთ დღეში სამჯერ.
მიღების სქემა კი შემდეგია:
დაიწყეთ ერთი წვეთით და ყოველდღე მოუმატეთ თითო წვეთით, სანამ არ ახვალთ 25 წვეთზე. ამის შემდეგ კი ყოველდღე დაუკელით თითო წვეთი, სანამ კვლავ ერთ წვეთამდე არ დახვალთ. ეს იქნება მკურნალობის ერთი კურსი.
კარგი იქნება, თუ ორ კურსს ზედიზედ გააკეთებთ, თუ შესაძლებელი იქნება, შეუსვენებლად.
კარტოფილის ყლორტების ნაყენი კურნავს ასთმას, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს,სამუდამოდ დაგავიწყებთ თავის ტკივილს, დაგირეგულირებთ წნევას.
მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ სამკურნალო თვისებებთან ერთად, ყლორტებს მომწამლავი თვისებაც აქვს. ამიტომაც ზუსტად დაიცავით დოზები.