ოთხშაბათი, ნოემბერი 27, 2024
aviabiletebi aviabiletebi
aviabiletebi
Homeჯანმრთელობაეძებთ რეცეპტს ჯანსაღი ძილისთვის?! მაშინ დარიჩინის და ბანანის ნაზავი თქვენ აუცილებლად დაგეხმარებათ....

ეძებთ რეცეპტს ჯანსაღი ძილისთვის?! მაშინ დარიჩინის და ბანანის ნაზავი თქვენ აუცილებლად დაგეხმარებათ. . 

ეძებთ რეცეპტს ჯანსაღი ძილისთვის?! მაშინ დარიჩინის და ბანანის ნაზავი თქვენ აუცილებლად დაგეხმარებათ. . 

ჩაის უნიკალური რეცეპტი მშვიდი და უშფოთველი ძილისთვის. დაივიწყეთ უძილობა სამუდამოდ!

მძიმე სამუშაო დღის შემდეგ რაღა თქმა უნდა ყველას უნდა მშვიდად დაისვენოს და განიტვირთოს... მაგრამ ამის საწინააღმდეგოდ ბევრი პრობლემაა: მაგალითად სხვადასხვა საკითხზე მუდმივი ფიქრი მშვიდად ძილის საშუალებას არ გაძლევთ. ეს ყოველივე კი ნამდვილად დიდი დისკომფორტია ორგანიზმისთვის . .

სწორედ ამიტომაც, ეს რეცეპტი განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვისაც უძილობა აწუხებს. ძილის ნაკლებობა სერიოზულად მოქმედებს ჯანმრთელობაზე, ამიტომ დროა სიტუაცია გამოსწორდეს. ამის მიღწევა კი შეგიძლიათ მარტივი პროდუქტების დახმარებით.

საძილე აბებზე აფთიაქში არ გაიქცეთ, რადგან ამის შემდეგ დილით თავს ზედმეტად დამძიმებულად იგრძნობთ. . უბრალოდ გირჩევთ ძილის წინ - ერთი საათით ადრე, ყველანაირი აქტივობა დაასრულოთ და მიეცით სხეულს მოემზადოს დასვენებისთვის, ეს ასევე გაზრდის შესაბამისი ჰორმონების გამომუშავებას. ამასთანავე დალიეთ ერთი ჭიქა ეს ჩაი და წადით დასასვენებლად.

ინგრედიენტები:

- 1 ბანანი კანიანად
- დარიჩინი (დანის წვერისოდენა)
- 150 მლ წყალი

როგორ მოვამზადოთ:

  1. ვიღებთ ბანანს, კარგად ვრეცხავთ კანიანად და ვჭრით ორივე მხრიდან.
  2. პატარა ზომის ჭურჭელში წყალი მიიყვანეთ ადუღებამდე.
  3. ბანანი ქერქთან ერთად (მთლიანი) დაამატეთ მდუღარე წყალში და ადუღეთ 10 წუთის განმავლობაში, ყველაზე დაბალ ცეცხლზე.
  4. შემდეგ გამორთეთ, დაამატეთ დარიჩინი და გააჩერეთ 3 წუთის განმავლობაში.
  5. გადაწურეთ ნარევი სუფთად და დალიეთ.

ეს ჯადოსნური სასმელი დაგეხმარებათ არა მხოლოდ ჯანსაღი ძილის მიღებაში, არამედ სადილის დროს ორგანიზმის მიერ მიღებული საკვები ნივთიერებების ათვისებაში.

და თქვენ რა საშუალებას მიმართავთ უკეთ დაძინებისთვის?! აუცილებლად სცადეთ ეს მეთოდი და შედეგები გაგვიზიარეთ...

გისურვებთ ჯანმრთელობას!

კომპენსაცია ფრენებზე
კომპენსაცია ფრენებზე
ავიაბილეთები
Don`t copy text!