ოთხშაბათი, ნოემბერი 27, 2024
aviabiletebi aviabiletebi
aviabiletebi
Homeჯანმრთელობათუ თირკმელებისა და საშარდე გზების პრობლემები გაქვთ, მაშინ ეს ჩაი დაგეხმარებათ!

თუ თირკმელებისა და საშარდე გზების პრობლემები გაქვთ, მაშინ ეს ჩაი დაგეხმარებათ!

თუ თირკმელებისა და საშარდე გზების პრობლემები გაქვთ, მაშინ ეს ჩაი დაგეხმარებათ!

საშარდე გზების, შარდის ბუშტისა და თირკმელების პრობლემების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის, სცადეთ თირკმლის ეს ჩაი, რომელიც შეგიძლიათ სახლში მოამზადოთ.

ოხრახუშის ჩაი

ოხრახუშის ჩაი არის ნომერ პირველი დამხმარე საშუალება ორგანიზმის დეტოქსიკაციაში და გამოიყენება როგორც შარდმდენი საშუალება. იგი შეიცავს დიდი რაოდენობით ფლავონოიდებს, ფიქსირებულ ზეთებს, ზეთის ფისს, ცილებს, ნახშირწყლებს და ვიტამინებს.

ოხრახუშის ანტიოქსიდანტები შესანიშნავია ორგანიზმისთვის, რადგან ისინი საჭიროა ორგანიზმის დასაცავად თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებისგან. ამრიგად, ოხრახუშის ჩაი შესანიშნავია სხეულის თითქმის ყველა ნაწილის, მათ შორის თირკმელების გასაწმენდად. გამოიყენება თირკმელებისა და საშარდე გზების გასაწმენდად.

მის მოსამზადებლად საჭირო ინგრედიენტებია:

  • 3 ცალი ლიმონი
  • 1 ჭიქა დაჭრილი ოხრახუში
  • ნიახურის 5 ღერი
  • 6 ჭიქა წყალი
  • 1 ცალი ჯანჯაფილი

მომზადება:

ბლენდერში მოათავსეთ ლიმონის წვენი, ოხრახუში, ნიახური და გასუფთავებული კოჭა. დაბლენდერით, შემდეგ დაამატეთ წყალი და ისევ აურიეთ. მიღებული სითხე დალიეთ ყლუპებით მთელი დღის განმავლობაში.

გარდა ამისაკიდევ არსებობს სხვა ბუნებრივი საშუალება, რომელიც ძალიან კარგ ეფექტს იძევა თირკმლების პრობლემების სამკურნალოდ.

ჭინჭრის წვენი

მიუხედავად იმისა, რომ ხშირად უგულებელყოფილია, ჭინჭარი სამკურნალოა მისი ყველა ნაწილით. კრეფისა და გაშრობისას შეიძლება გამოვიყენოთ მცენარის ყველა ნაწილი - ღერო, ფოთლები, ფესვი და ყვავილი. ითვლება, რომ ნატურალური ჭინჭრის წვენი არის საუკეთესო სასმელი სისხლის გასაწმენდად და გასაუმჯობესებლად, რომელიც ასევე არეგულირებს მაღალ შაქარს.

დადებითად მოქმედებს ნაწლავებზე და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას. მისი ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური თვისება ისაა, რომ იგი დადებითად მოქმედებს საშარდე ინფექციებზე და ორგანიზმის დეტოქსიკაციაზე. სწორედ ამ მიზეზით, ის შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც წვენი თირკმელების პრობლემების სამკურნალოდ.

ამ თირკმლის სიროფის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • 400 გრამი ახალგაზრდა ჭინჭრის ფოთლები (მოკრეფილი გაზაფხულზე და შემოდგომაზე)
  • 1 ლიტრი გაწმენდილი წყალი
  • 7 ცალი ლიმონი
  • 800 გრამი ყავისფერი შაქარი
  • 5 სუფრის კოვზი თაფლი

მომზადება:

გარეცხეთ ჭინჭრის ფოთლები, ჩაყარეთ თასში და დაასხით წყალი, რომელშიც მოათავსეთ 5 ცალი დაჭრილი ლიმონი. დატოვეთ თავდახურული 24 საათის განმავლობაში. მეორე დღეს აურიეთ ყველა ინგრედიენტი და გადაწურეთ სითხე. ამის შემდეგ, დაამატეთ ორი ლიმონის წვენი და ყავისფერი შაქარი. მიღებული მასა დადგით ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე. ადუღეთ 5 წუთი. მოხარშვისას მუდმივად ურიეთ. ზედაპირზე გამოჩნდება ქაფი, რომელიც უნდა მოხადოთ. როდესაც ნარევი გაცივდება, დაამატეთ თაფლი. კარგად დაახურეთ და შეინახეთ გრილ და ბნელ ადგილას. ამ გზით დამზადებული ჭინჭრის წვენი შეიძლება გქონდეთ დაახლოებით ნახევარი წლის განმავლობაში, რა თქმა უნდა კარგად სტერილიზებული ქილებით და სათანადო შენახვით.

თირკმელებისა და საშარდე გზების სხვადასხვა ჩაის გარდა, არსებობს საკვები და ვიტამინები, რომლებიც დაგეხმარებათ ამ პრობლემების მოგვარებაში. ჯანჯაფილი, მარშმლოუს ფესვი, მიხაკი და ღვია ასეთი ეფექტური ბალახია. საზამთრო, ლიმონის წვენი, მოცვი და გოგრის თესლი დაგეხმარებათ.

ზემოთ მოცემული თირკმელების ჩაი არ უნდა იყოს წამლის ან სამედიცინო თერაპიის შემცვლელი, არამედ თირკმელების პრობლემების ერთ-ერთი დამატებითი ბუნებრივი მეთოდი.

კომპენსაცია ფრენებზე
კომპენსაცია ფრენებზე
ავიაბილეთები
Don`t copy text!