ხუთშაბათი, ნოემბერი 28, 2024
aviabiletebi aviabiletebi
aviabiletebi
Homeჯანმრთელობასაინტერესო ფაქტი - Როგორ ანელებს ქლიავის წვენი დაბერების პროცესს?!

საინტერესო ფაქტი – Როგორ ანელებს ქლიავის წვენი დაბერების პროცესს?!

საინტერესო ფაქტი - Როგორ ანელებს ქლიავის წვენი დაბერების პროცესს?!

ამ სტატიაში ჩვენ გეტყვით, თუ როგორ შეგიძლიათ ქლიავის წვენის დახმარებით თქვენი სხეული ახალგაზრდულად შეინარჩუნოთ.

ქლიავის სარგებელი დიდი ხანია ცნობილია. მკვლევარებმა დაადასტურეს, რომ პექტინის წყალობით, ქლიავის წვენი შეიძლება დაეხმაროს ადამიანებს, რომლებსაც ნაწლავის დაავადებები აქვთ, გაწმინდონ ორგანიზმი ტოქსინებისგან და შეანელონ სხეულის დაბერებაც კი, რაც ალბათ ყველაზე დიდი პრობლემაა განსაკუთრებით ქალებისთვის.

ეს ხილი სასარგებლოა ბევრი დაავადების დროს:

ღვიძლისა და თირკმლების დაავადებების დროს სასარგებლოა ქლიავის კომპოტის დალევა; შეშუპების დროს რეკომენდებულია მოხარშული ჭარხლისა და ქლიავის სალათა (იოგურტით შეაზავეთ) მიირთვათ რეგულარულად;

სისხლნაკლებობის დროს განსაკუთრებით სასარგებლოა ლურჯ-იასამნისფერი და წითელი ნაყოფი;

ჰიპერტონიის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და თრომბოფლებიტის დროს ქლიავი და მისი წვენი სისხლის შედედებას ამცირებს, ორგანიზმიდან ცუდი ქოლესტერინი, ზედმეტი წყალი და მარილები გამოაქვს.

შავქლიავა შველის გასტრიტს, კოლიტს, კუჭის წყლულს, შეშუპებას, ორგანიზმიდან გამოდევნის ჭარბ სითხეს, ააქტიურებს ნახშირწყლოვან ცვლას, აზროვნებას, ამაგრებს ნერვულ სისტემას, ზრდის პოტენციას და შრომისუნარიანობას, ორგანიზმის მედეგობას სტრესისადმი.

Ქლიავის წვენში ცოტაოდენი კალორია - დაახლოებით 70 კკალ 100 გ-ზე,  შეიცავს უამრავ ბუნებრივ, ადვილად ასათვისებელ შაქარს,  ორგანული მჟავებს,  საკვებ ბოჭკოებს, ჯანსაღ ნახშირწყლებს, მცენარეულ ცილებსა და ცხიმებს.

Ვიტამინებისა და მინერალების შემცველობით, ქლიავის წვენი ერთ – ერთი პირველია სხვა ხილის წვენებს შორის. ის შეიცავს უამრავ ბეტა-კაროტინს, C და E ვიტამინებს, არის ვიტამინი A, PP, B ვიტამინების წყარო, კალციუმი, მაგნიუმი, კალიუმი, ფოსფორი, ქლორი, გოგირდი; მიკროელემენტები - რკინა, თუთია, იოდი, სპილენძი, მანგანუმი, ქრომი, ფტორი, მოლიბდენი, სილიციუმი, კობალტი, ნიკელი.

Მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ქლიავი უამრავ ანტიოქსიდანტს შეიცავს და შედეგად ქლიავის წვენის გამოყენებისას ორგანიზმში დავერების პროცესი ნელდება.

ქლიავის ნაყოფს გამოუღეთ კურკა, ჩაყარეთ დოქში, დაასხით წყალი, დაუმატეთ 3 სუფრის კოვზი თაფლი, ცოტაოდენი კოჭა. დატოვეთ მთელი ღამე და მეორე დღეს დალიეთ მთელი დღის განმავლობაში. იგი აძლიერებს იმუნიტეტს. მისი ყოველდღე დალევა განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვისაა სასარგებლო, რომლებიც არაჯანსაღ გარემოში ცხოვრობენ ან მუშაობენ.

კომპენსაცია ფრენებზე
კომპენსაცია ფრენებზე
ავიაბილეთები
Don`t copy text!