ხუთშაბათი, ნოემბერი 28, 2024
aviabiletebi aviabiletebi
aviabiletebi
Homeჯანმრთელობაროგორ ამოვიცნოთ ყალბი თაფლი (ის ყველგან არის), უბრალოდ გამოიყენეთ ეს მარტივი ხრიკი..

როგორ ამოვიცნოთ ყალბი თაფლი (ის ყველგან არის), უბრალოდ გამოიყენეთ ეს მარტივი ხრიკი..

როგორ ამოვიცნოთ ყალბი თაფლი (ის ყველგან არის), უბრალოდ გამოიყენეთ ეს მარტივი ხრიკი..

ძალიან მნიშვნელოვანია იყოთ ძალიან ფრთხილად და თავიდან აიცილოთ ყალბი თაფლის შეძენა და გამოყენება!

თაფლს იყენებენ როგორც საკვები მიზნებისთვის ასევე სამკურნალოდაც. ცნობილია, რომ ის ბევრ სარგებელს იძლევა ჯანმრთელობისთვის და შეიძლება ძალიან სასარგებლოც იყოს სხვადასხვა დაავადებისა და მდგომარეობის სამკურნალოდ.

თუმცა, ბაზარზე ბევრი ყალბი თაფლია, რომლებიც ძალიან წააგავს სუფთა, ორგანულ თაფლის ეტიკეტს და საკამოდ დაბალი ფასი აქვს.

ბოლო კვლევის მიხედვით, ბაზარზე არსებული თაფლის 76%-ზე მეტი ულტრაფილტრირებულია, პროცესი, რომელიც შლის მინარევებს, როგორიცაა ცვილის კვალი მტვერთან ერთად. როგორც ჩანს, ამ პროცესს შეუძლია გაახანგრძლივოს პროდუქტის შენახვის ვადა და თავიდან აიცილოს კრისტალიზაცია.

თუმცა მას შეუძლია ყვავილის მტვრის მოცილებაც, რაც არადა ძალიან კარგია ჩვენი ჯანმრთელობისთვის. ექსპერტები ამბობენ, რომ ულტრაფილტრაციის მიზანი თაფლის გეოგრაფიული წარმოშობის დამალვაა.

ამიტომ, მნიშვნელოვანია იყოთ ძალიან ფრთხილად და თავიდან აიცილოთ ყალბი თაფლი. თქვენი თაფლის სისუფთავის შესანარჩუნებლად, ყოველთვის თვალყური ადევნეთ და გაანალიზეთ პროდუქტის წარმოშობა!

აი, როგორ მოვძებნოთ ყალბი თაფლი:

ერთი რამ ცხადია! სუფთა თაფლი ცოტა ხნის შემდეგ კრისტალიზდება. თუ დროთა განმავლობაში არ კრისტალიზდება, ეს ნიშნავს, რომ ის გაყალბებულია. თაფლის ყიდვისას აუცილებლად წაიკითხეთ ეტიკეტები. არ უნდა იყიდოთ თაფლი, რომელიც შეიცავს კომერციულ გლუკოზას და მაღალი ფრუქტოზის სიმინდის სიროფს.

ჭიქა წყალს დაუმატეთ რამდენიმე წვეთი იოდი და ცოტა თაფლი. თუ თაფლი გალურჯდება, ეს ნიშნავს, რომ ის სიმინდის სახამებელშია შერეული.

- ასევე დაამატეთ რამდენიმე წვეთი ძმარი ჭიქა წყალში, შემდეგ დაამატეთ ცოტა თაფლი. თუ თქვენი თაფლი ქაფდება, ესეგი ის ნამდვილი არ არის.

- გამოიყენეთ ასანთი ან ფოსფორი თაფლის დასაწვავად. თუ სუფთაა თაფლი აალების დროს "განათდება"

- ასევე ჭიქა წყალს დაუმატეთ კოვზი თაფლი. თუ თაფლი ყალბია, ის მალევე გაიხსნება წყალში.

კომპენსაცია ფრენებზე
კომპენსაცია ფრენებზე
ავიაბილეთები
Don`t copy text!