პარასკევი, დეკემბერი 27, 2024
aviabiletebi aviabiletebi
aviabiletebi
Homeჯანმრთელობაამ რეცეპტის წყალობით გავიწმინდე სისხლძარღვები:  ყველამ უნდა იცოდეთ ამის მომზადება..

ამ რეცეპტის წყალობით გავიწმინდე სისხლძარღვები:  ყველამ უნდა იცოდეთ ამის მომზადება..

ამ რეცეპტის წყალობით გავიწმინდე სისხლძარღვები:  ყველამ უნდა იცოდეთ ამის მომზადება..

სისხლძარღვები წვრილ-წვრილი ძაფებივით არის ჩაქსოვილი ჩვენს ორგანიზმში. ზოგი — ზედაპირულად, ზოგიც — ღრმად. ფორმით და ფუნქციით განსხვავდება ერთმანეთისგან და სამი სახისაა: არტერიები, კაპილარები და ვენები.

არტერიები

არტერიებს უჯრედებამდე საკვები ნივთიერებები და ჟანგბადი მიაქვთ. მათი კედლები შედგება შიგნითა ენდოთელური, შუა  კუნთოვან-ელასტიკური და გარეთა — შემაერთებელქსოვილოვანი გარსისგან.

მსხვილი არტერიების შუა გარსში ელასტიკური ქსოვილი ჭარბობს, წვრილისაში კი კუნთოვანი, ამიტომ მსხვილი არტერიების სანათურის ცვლილება უფრო გულის მუშაობაზეა დამოკიდებული, ხოლო წვრილი არტერიებისა — უფრო კუნთების ტონუსზე.

ვენები

ვენებს უჯრედებიდან ნახშირორჟანგითა და დაშლის, ცხოველქმედების მავნე პროდუქტებით მდიდარი სისხლი გამოაქვთ. მათ არტერიების მსგავსი აგებულება აქვთ, მაგრამ კუნთებით ღარიბნი არიან.

მათი სტრუქტურა მდებარეობაზეა დამოკიდებული, კერძოდ, იმაზე, სხეულის რომელ ნაწილში მდებარეობენ — ზემოთაში თუ ქვემოთაში, ვინაიდან ამ ორ ზონაში მდებარე ვენების აგებულება ერთმანეთისგან რამდენადმე განსხვავდება.

კაპილარები

კაპილარები არტერიებისა და ვენების ერთმანეთთან დამაკავშირებელი უწვრილესი სისხლძარღვებია, რომლებითაც მოფენილია მთელი ორგანიზმი. კაპილარების კედლები ერთშრიანი ენდოთელიუმისგან შედგება, რომელსაც გარედან კუმშვადი უჯრედები აკრავს. კაპილარების ინერვაცია სიმპათიკურია. მათი ქსელის განივი კვეთი აორტისას 150-ჯერ (ზოგიერთი მკვლევარის აზრით, 500-ჯერ) სჭარბობს, ხოლო კაპილარების რიცხვი 1-4 მილიარდია. მოსვენებისას კაპილარების მხოლოდ მეოთხედი მუშაობს, დანარჩენები სისხლის მიმოქცევაში მხოლოდ სისხლის გაძლიერებული მოთხოვნის შემთხვევაში ერთვებიან.

სისხლძარღვთა ფუნქციები

სისხლძარღვთა ფუნქცია სისხლის საჭირო მიმართულებით დენისა და სისხლით ორგანოთა მომარაგების უზრუნველყოფაა. სისხლის დინებას სისხლძარღვთა ელასტიკურობა და მათი ტონუსი უწყობს ხელს. საზოგადოდ კი სისხლის მიმოქცევის ინტენსივობას განაპირობებს:

* გულის შეკუმშვათა სიხშირე, რომელთა მეშვეობითაც სისხლი სისხლძარღვებში გადაიტყორცნება;

* სისხლძარღვთა კედლების ხარისხი, მათი ელასტიკურობა, რის წყალობითაც ისინი წინააღმდეგობას უწევენ სისხლის დენას;

* ორგანიზმში მოცირკულირე სისხლის მოცულობა და სიბლანტე;

* ადამიანის ფსიქოლოგიური მდგომარეობა;

* ზოგიერთი მედიკამენტი

სახლში მოსამზადებელი რეცეპტი და მომზადების წესი: 

1/2 ჭიქა კარგად გარეცხილ და წვრილად დაჭრილ შვრიის ღერებს დაასხით 3 ჭიქა მდუღარე წყალი, ადუღეთ 5 წუთი, გააჩერეთ 1 საათი, გაწურეთ და ჩაისავით დალიეთ
ცხელ-ცხელი. თუ გნებავთ, მიატანეთ თაფლი ან მურაბა. 2-თვიანი კურსი წელიწადში 2-ჯერ უნდა ჩაიტაროთ.

კომპენსაცია ფრენებზე
კომპენსაცია ფრენებზე
ავიაბილეთები
Don`t copy text!