ხუთშაბათი, ნოემბერი 28, 2024
aviabiletebi aviabiletebi
aviabiletebi
Homeჯანმრთელობაფერიმჭამელების მოსაშორებელი უნივერსალური ნიღბის დამზადება ძალიან ადვილია : იხილეთ რეცეპტი

ფერიმჭამელების მოსაშორებელი უნივერსალური ნიღბის დამზადება ძალიან ადვილია : იხილეთ რეცეპტი

ფერიმჭამელების მოსაშორებელი უნივერსალური ნიღბის დამზადება ძალიან ადვილია : იხილეთ რეცეპტი

ფერიმჭამელები სახისთვის ნამდვილი უბედურებაა. სხვათა შორის, ეს პრობლემა ბოლო დროს არა მარტო მოზარდებს, უფროსი თაობის წარმომადგენლებსაც აწუხებთ.

სტატისტიკის მიხედვით, 12-24 წლის ახალგაზრდების 60-80%-ს აღენიშნება სახეზე გამონაყარი.   ამ ერთი შეხედვით უწყინარმა პრობლემამ შეიძლება გამოიწვიოს შფოთვის პათოლოგიური შეგრძნება და ზოგიერთ შემთხვევაში დეპრესიაც კი. ადამიანები ამ დროს განიცდიან სოციალურ გარემოში ადაპტაციის სირთულეებს.

რატომ და საიდან აღმოცენდება სახეზე მუწუკები? ძირითადი მიზეზი კანში ფოლიკულებთან არსებული ცხიმოვანი ჯირკვლების ფუნქციონირების დარღვევაა.

ის განსაკუთრებით ბევრია შუბლის, ცხვირის, ნიკაპის, გულმკერდისა და ზურგის არეში. სწორედ ამიტომაა კანის ამ უბნებზე მეტად გამოხატული მუწუკოვანი გამონაყარი.

ისინი ჩნდებიან, როდესაც ცხიმოვანი ჯირკვლები იწყებენ კანის ცხიმის ნორმაზე მეტად გამომუშავებას. ამასთან, ამ შემთხვევაში, მისი (ცხიმის) ქიმიური შემადგენლობაც იცვლება.

ნიღბისთვის შემდეგი ინგრედიენტები დაგჭირდებათ:

  • 1 ს/კ უცხიმო რძე;
  • 1 ს/კ საჭმელი ჟელატინი;
  • 1 ტაბლეტი ნახშირი.

მომზადების წესი:

ნახშირი დაფშვენით და შეურიეთ ჟელატინი. დაამატეთ თბილი რძე და კარგად აურიეთ ერთმანეთში, მიღებული ნაზავი მიკროტალღოვან ღუმელში 15-20 წამით გააჩერეთ.

მიღების წესი:

როდესაც გამზადდება აცადეთ, რომ გაცივდეს, შემდეგ ფუნჯით იმ ადგილებზე წაისვით, სადაც ფერიმჭამელები გაქვთ. გირჩევთ ნაზავის სქელი ფენა წაისვათ, ასე მოშორება უფრო გაგიადვილდებათ. წასმული ნაზავი 15-20 წუთის განმავლობაში გაიჩერეთ სახეზე, როცა ნიღაბი კარგად გაშრება ხელის სწრაფი მოძრაობით მოიცილეთ. პროცედურის წინ აუცილებლად დაიორთქლეთ სახე, რათა ფორები გაიხსნას.

გაიკეთეთ ბოსტნეულის, ხილის, კენკრის, თაფლის, საფუარის, კარტოფილის პიურეს, შვრიის, კვერცხის გულის მზესუმზირის ზეთთან კომბინირებული ნიღბები.

პრობლემური კანის საშუალებების შემადგენლობაში შედის ინგრედიენტები, რომლებიც არეგულირებენ კანის ცხიმის გამოყოფას, გააჩნიათ მთრიმლავი და ანტისეპტიკური მოქმედება. ეს არის გრძელწიწვიანი ღვია, თალგამის, პაპაინის, გვირილის, გულყვითელას, როზმარინის, სალბის, გრეიპფრუტის, გამამელისას, დაფნის, ევკალიპტის ექსტრაქტი, ასევე შავი მოცხარის, კვიპაროსის ზეთი.

კანის გასასუფთავებლად რეკომენდებულია მცენარეული ექსტრაქტების, რძის მჟავას, მენთოლის შემცველი გელები. ისინი ასუფთავებენ, გააჩნიათ ანთების საწინააღმდეგო და დამამშვიდებელი მოქმედება. ზოგიერთი მათგანი შეიცავს მიკროგრანულებს, რომელიც რბილი სკრაბის ფუნქციას ასრულებს.

 

კომპენსაცია ფრენებზე
კომპენსაცია ფრენებზე
ავიაბილეთები
Don`t copy text!