ხალხურ მედიცინაში წარმატებით გამოიყენება შავბალახა : იგი დამამშვიდებლად მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, ამცირებს არტერიულ წნევას, ანელებს გულის შეკუმშვას.
შავბალახა მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. წვრილი ვარდისფერი ყვავილები ღეროების ბოლოებზე თავთავისებურ ყვავილედებს ქმნის. ყვავის ივნისიდან
სექტემბრამდე.
იგი არის საგულე, სედატიური, ამცირებს არტერიულ წნევას, ანელებს გულის კუმშვათა რიტმს, არის საშვილოსნოს მასტიმულირებელი, ორგანიზმის მომადუნებელი, გაზების გამომყოფი, ანტისპაზმური ოფლმდენი საშუალება.
გამოიყენება შემდეგი დაავადებების დროს:
- ნერვული აგზნებადობა.
- უძილობა.
- ისტერია.
- გულ-სისხლძარღვთა ნევროზი.
- მიოკარდიტი.
- გულის მანკი.
- გაძლიერებული გულის ცემა.
- თავის ტვინის კონტუზია.
- შარდის ბუშტის დაავადებები.
- თავის ტკივილი.
- ბაზედოვის დაავადება.
- ხველება.
- ეპილეფსია.
- ნევრალგია.
- კრუნჩხვები.
ამ მცენარეს აქვს გამოყენების ფართო სპექტრი
- აქვს დამამშვიდებელი მოქმედება.
- გამოიყენება ნევროზის სამკურნალოდ.
- შფოთვის მოსახსნელად.
- მენოპაუზით გამოწვეული პრობლემები (წამოხურება, ემოციურობა, გულის ცემის აჩქარება).
- სტენოკარდია, გულის სისუსტე.
- გულის ცემის გაძლიერება.
- მაღალი არტერიული წნევა.
- კრუნჩხვები.
- აკნე.
- თმის ცვენა და ქერტლი.
- კუჭ-ნაწლავის და შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების ფუნქციის სტიმულირება.
- სტომატიტი, გინგივიტი, პარადონტოზი.
მედიცინაში იყენებენ შავბალახას ბალახს, რომელსაც ყვავილობის დროს აგროვებენ. ჭრიან მცენარის კენწეროებს ფოთლებთან და ყვავილებთან ერთად.
აშრობენ საშრობში, ან ჰაერზე, ჩრდილში, ფარდულში თხელ ფენად გაშლილს. მზა ნედლეული წარმოადგენს 4 მმ. სისქის და 40 სმ. სიგრძის ყვავილებიან და ფოთლებიან კენწეროებს, ახასიათებს სუსტი სუნი და მწარე გემო აქვს.
შავბალახას პრეპარატების მოქმედებით კატაბალახას პრეპარატების მოქმედებას გავს. დამამშვიდებლად მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, ამცირებს
არტერიულ წნევას, ანელებს გულის შეკუმშვას.
შავბალახა გამოიყენება სპირტზე ნაყენის სახით. კატაბალახასთან ერთად შედის დამამშვიდებელი ჩაის შემადგენლობაში. სახლის პირობებში 2 ჩ.კ. დაქუცმაცებულ ნედლეულს დაასხით 1 ჩ.ჭ. ცივი წყალი და დააყენეთ 8 საათის განმავლობაში (ეს სადღეღამისო დოზაა), ან 15 გრ. დაქუცმაცებულ ნედლეულს დაასხით 1 ჩ.ჭ. მდუღარე, დააყენეთ 15 წთ. გაცივების შემდეგ გაწურეთ და მიიღეთ 1 ს.კ. 3-ჯერ დღეში.
შავბალახას სპირტზე ნაყენი
შავბალახას დაქუცმაცებულ ფოთოლს (200 გრ.) დაასხით 100 მლ. სპირტი, დააყენეთ 7-14 დღე, გაფილტრეთ. მიიღეთ გაძლიერებული გულისცემის, ნევროზის დროს, ჰიპერტონიის საწყის სტადიაზე, მენიერის სინდრომის დროს (ამცირებს აღგზნებადობას, წესრიგდება გაძლიერებული გულისცემა), მიოკარდიოპათიის დროს (ამცირებს ქოშინს).