ხუთშაბათი, ნოემბერი 28, 2024
aviabiletebi aviabiletebi
aviabiletebi
Homeჯანმრთელობასოფელში მარტო ყოფნისას დამწვრობა მივიღე და ეს მალამო დავამზადე : შედეგით შოკირებული...

სოფელში მარტო ყოფნისას დამწვრობა მივიღე და ეს მალამო დავამზადე : შედეგით შოკირებული დავრჩი…

სოფელში მარტო ყოფნისას დამწვრობა მივიღე და ეს მალამო დავამზადე : შედეგით შოკირებული დავრჩი...

თერმულ დაზიანებას იწვევს მაღალი ტემპერატურა, ცეცხლის ალი, ცხელი ადუღებული სითხე, გავარვარებული მკვრივი საგნები, (უთო) ორთქლი, მზის სხივები და სხვა.

დამწვრობის სიმძიმეს განსაზღვრავს დამწვარი ზედაპირის  ფართობი და სიღრმე.

ჩვენ უნდა ვიცოდეთ, როგორ მოვიქცეთ დამწვრობის პირველსავე  წუთებში, რადგან არასწორად გაწეული პირველადი დახმარება ხელს უშლის დამწვრობის შემდგომ მკურნალობას, ამძიმებს დაავადების მიმდინარეობას და ზოგჯერ სავალალო  შედეგსაც იწვევს. ორი წლის წინ მდუღარე წყლით სავსე ქვაბი გადმომიბრუნდა და წყალი ფეხზე გადამესხა.

ტკივილზე მეტად ის მადარდებდა, რომ ფეხებზე ნაწიბურები დამეტყობოდა, მაგრამ ბებომ სათუთად შენახული მალამო გადმოიღო, წამისვა და თან დამამშვიდა, აი, ნახავ, რამდენიმე კვირაში დამწვრობის ნასახიც აღარ დარჩებაო. მალამომ ტკივილი მაშინვე დამიამა, ორ თვეში კი კანზე უმნიშვნელო ნაწიბურიც აღარ მქონდა.

გთავაზობთ ამ სასწაულმოქმედი მალამოს რეცეპტს. ის ბებიასთვის თავის ბებიას უსწავლებია, რომელსაც თურმე უამრავი ხალხი მოურჩენია ამ მალამოთი.

ჭინჭრის ფოთლების ნახარშს შეურიეთ 100 გრამი ნაძვის წიწვი, 100 გრამი ღორის მუცლის ქონი, 100 გრამი თაფლის სანთელი და ადუღეთ.

მალამოს წასმამდე დამწვარი ადგილი მოიწმინდეთ კირიანი წყლით (1 სადილის კოვზი დამწვარი კირი 1 ლიტრ წყალზე). შემდეგ ჭრილობაზე დაიფინეთ მალამოთი გაჟღენთილი საფენი.

ყველაზე მძიმე დამწვრობის დროსაც კი მტკივნეული შეგრძნებები 3-5 საფენის დადების შემდეგ ქრება. ვიდრე ნაწიბური არ გაიწოვება, მალამო ყოველდღე უნდა ისვათ.

როგორ მოვიქცეთ დამწვრობის დროს?

  • პირველ რიგში საჭიროა დამწვრობის გამომწვევი თერმული აგენტის მოქმედების შეწყვეტა - ცეცხლის ჩაქრობა ან დაზიანებულის გამოყვანა დამწვრობის ზონიდან.
  • გამოიძახეთ სასწრაფო დახმარების მანქანა (დამწვრობის ზედაპირის ფართობის და სიღრმის გათვალისწინებით)
  • სასწრაფოდ მოაშორეთ ტანსაცმელი (უკეთესია მოვჭრათ), არ მოაშოროთ მიმწვარი ტანსაცმლის ნარჩენები (შეიძლება სისხლდენა გამოიწვიოთ)
  • მოაშორეთ სამკაულები.(შეშუპების შემთხვევაში მოშორება გაგიჭირდებათ)
  • აუცილებელია დროულად დავიწყოთ დამწვარი არის გაგრილება ცივი წყლით: ის შეამცირებს ადგილობრივად შეშუპებას და ტკივილს
  • დაზიანებული ადგილი ჩამობანეთ სუფთა წყლით რამდენიმე წუთის განმავლობაში.
  • არ  გამოიყენოთ ყინული.
  • არ გახსნათ ბუშტუკები (გაზრდის ინფექციის შეჭრის ალბათობას)
  • დახმარების წინ დაიბანეთ ხელები (თუ საშუალება გაქვთ გამოიყენეთ ხელთათმანი)
  • მიეცით ტკივილგამაყუჩებელი.
  • დამწვარ ადგილზე დაადეთ ტენიანი სტერილური საფენი.
  • გამოიყენეთ  მხოლოდ  ქარხნული  წესით  დამზადებული მალამოები.
  • საჭიროების  შემთხვევაში  სპეციალისტის(კომბუსტოლოგის) კონსულტაცია.
კომპენსაცია ფრენებზე
კომპენსაცია ფრენებზე
ავიაბილეთები
Don`t copy text!