გსურთ ისე გაატაროთ ცხოვრება, რომ არასდროს შეგაწუხოთ ვენების ვარიკოზულმა გაგანიერებამ ? - თქვენს წინაშეა ბუნებრივი შემადგენლობა, რომელიც ადვილად დაგეხმარებათ!
თრომბოფლებიტი – დაავადება, რომელსაც ახასიათებს ვენების ანთება და იწვევს თრომბების განვითარებას.
გამოიყოფა დაავადების შემდეგი ფორმები:
- ზედაპირული ვენების თრომბოფლებიტი;
- ღრმა ვენების თრომბოფლებიტი.
მიზეზები
- ვენების ქრონიკული უკმარისობა;
- სისხლის მიმოქცევის მაღალი დონე;
- ონკოლოგიური დაავადებები;
- ინფექციური დაავადებები;
- შინაგანი ორგანოების ანთებით პროცესი;
- ჰორმონალური დარღვევები;
- ალერგიული რეაქცია.
სიმპტომები
- წვივის კუნთების ტკივილი, შეშუპება, შეხების დროს ტკივილი, კანის გალურჯება;
- ვენების გამოვარდნა;
- ტკივილი წელის არეში;
- ტემპერატურის 39 გრადუსამდე აწევა, თრომბის ადგილას შეშუპება.
ვარიკოზული ვენები (ვენების გაგანიერება) არის დაავადება, რომელსაც თან ახლავს გადიდებული, გაგანიერებული ვენები. ეს დაავადება შეიძლება განვითარდეს სხეულის ნებისმიერ ნაწილზე, თუმცა, ძირითადად, ვენების გაგანიერება ქვედა კიდურებზე ჩნდება. ეს გამოწვეულია სხეულის ქვედა ნაწილის ვენებზე დიდი ზეწოლით, რაც სისხლის მოძრაობას აფერხებს.
ბევრს ვარიკოზული ვენები მხოლოდ შესახედაობის გამო უქმნის დისკომფორტს, ზოგისთვის კი ეს პრობლემას ქმნის და ტკივილებს იწვევს. ცალკეულ შემთხვევებში გაგანიერება შეიძლება სხვა მეტად სერიოზულ პრობლემაში გადაიზარდოს.
სიმპტომები:
ვარიკოზული ვენები ხშირ შემთხვევაში ტკივილს არ იწვევს და შესაძლოა ჰქონდეს მხოლოდ შემდეგი სიმპტომები:
- მოლურჯო-მოიასამნისფრო შეფერილობის ვენები
- ვენები, რომლებიც წერტილებივით ჩნდებიან და ქრებიან, გვანან კორდებს ფეხებზე.
ხალხური საშუალებები
— 2 ცალი ცხენისწაბლა გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, მოათავსეთ ერთ ლიტრიან ქილაში და დაასხით მცენარეული ზეთი. 14 დღის შემდეგ ნარევი 3 საათით დადგით წყლის აბაზანაზე, გააცივეთ და გაწურეთ. ეს ზეთი გამოიყენება, როგორც გარეგანად, ასევე შინაგანად.
გარეგანი გამოყენებისთვის: 40 გრ. ცხენისწაბლას ზეთი გააზავეთ 2 ლ. თბილ წყალში. გამოიყენება ადგილობრივი
აბაზანებისთვის. ან: 30 გრ. ცხენისწაბლას ზეთი გააზავეთ 1 ლ. თბილ წყალში, დაასველეთ დოლბანდის სახვევი, ერთი
საათით შემოიხვიეთ ფეხებზე, დაითბუნეთ.
შინაგანი გამოყენება: აიღეთ 10 წვეთი 1/2 ჩ.ჭ. თბილ წყალზე, მიიღეთ 3–ჯერ დღეში, ჭამამდე 1 საათით ადრე.
სპირტზე ნაყენი: 5-6 ცალი ცხენისწაბლა დააქუცმაცეთ, დაასხით ერთი ბოთლი არაყი და დააყენეთ თერმოსში 10–12 დღე. მიღებული წამალი მიიღეთ 30 წვეთი 3-ჯერ
დღეში, ჭამამდე, დააყოლეთ ტკბილი წყალი.
ბერულა - ვედროში ჩაყარეთ 200 გრ. ხმელი ბალახი, დაასხით მდუღარე და დააყენეთ ერთი საათის განმავლობაში კარგად შეფუთული. შემდეგ ვედროში მოათავსეთ
ფეხები ნახევარი საათით, საჭიროებისამებრ დაამატეთ მდუღარე წყალი.
აბზინდა - შეურიეთ ერთი მუჭა დანაყილი აბზინდა მაწონს. ნარევი წაუსვით დოლბანდზე და დაიდეთ იმ ადგილებზე, სადაც ვენები განსაკუთრებით არის გაგანიერებული, ფეხები ბალიშზე დააწყვეთ და დაიფარეთ. 30 წთ–ის შემდეგ დოლბანდი მოიხსენით.