უებარი საშუალება სახეზე ლაქების მოსაშორებლად -ეს ოხრახუშის საპონია!
ოხრახუში ძალიან ჯანსაღი მწვანილია. კერძების გარდა, ფართოდ გამოიყენება სილამაზის პროდუქტებში მისი სასარგებლო თვისებების გამო.
იდეალურია კანის pH დონის დასარეგულირებლად, აქვს მათეთრებელი ეფექტი და ებრძვის აკნეს. თითქმის ყველა ჩვენგანს გვქონია კანის პრობლემები. კანზე ლაქები ჩნდება მელანინის წარმოების ცვლილებების ან ჰორმონალური დისბალანსის შედეგად.
კანზე ლაქები როგორც წესი, არ არის ჯანმრთელობის პრობლემა. უმეტეს შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს მხოლოდ ესთეტიკური პრობლემა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დისკომფორტი და დაბალი თვითშეფასება.
კანის ლაქები მთავარი ესთეტიკური პრობლემაა, რომელიც ხშირად იწვევს უსიამოვნო შეგრძნებას ყველა ასაკის ქალში.
ოხრახუშის საპონი ძალიან ძლიერი პროდუქტია მასში შემავალი ნივთიერებების წყალობით. ის ძალიან ეფექტურია მინარევების მოსაცილებლად, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან კანზე მუქი ლაქების გაჩენაზე.
ოხრახუშის თავარი ინგრედიენტი ფართოდ გამოიყენება სილამაზის ინდუსტრიაში მისი გამაღიავებელი თვისებების გამო, რაც ამცირებს კანის ნაკლოვანებებს.
ოხრახუშის საპნის ძირითადი სარგებელი შემდეგია:
- აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას კანქვეშ და ჟანგბადის პროცესს, აღადგენს უჯრედებს.
- საპნის რეგულარული გამოყენება უზრუნველყოფს დერმის სქელ ფენას ბევრი ანტიოქსიდანტით, რომელიც თრგუნავს UVA სხივების უარყოფით ეფექტს და ოქსიდაციურ სტრესს. ხელს უშლის უჯრედების ცვეთას და ნაადრევ დაბერებას.
-ოხრახუშის საპონი არეგულირებს კანის pH დონეს და ამცირებს აკნეს, შავი წერტილების და კანის სხვა პრობლემებს, რომლებიც გამოწვეულია ზედმეტი ცხიმის გამომუშავებით.
Ინგრედიენტები:
- 1/2 ჭიქა ოხრახუშის ნაყენი
- ½ ჭიქა მწვანე ჩაი
- 2 სუფრის კოვზი რძის ფხვნილი
- 2 სუფრის კოვზი შვრიის ფქვილი
- 2 სუფრის კოვზი ორგანული თაფლი
- 6 სუფრის კოვზი გლიცერინის საპონი
მომზადება:
ამ ოხრახუშის საპნის დასამზადებლად ასევე დაგჭირდებათ ფორმა, ღრმა კონტეინერი და ხის კოვზი. შეგიძლიათ გააკეთოთ ოხრახუშის ინფუზია 2- 3 სუფრის კოვზ ახალ ფოთოლს დაუმატეთ ½ ჭიქა მდუღარე წყალი. წყლის გაციების შემდეგ გადაწურეთ სითხე და მზად არის!
ახლა გავაგრძელოთ ჩვენი საპნის რეცეპტი:
თასში დაამატეთ ოხრახუშის ნაყენი, რძის ფხვნილი, თაფლი და შვრიის ფქვილი.
შეურიეთ ყველა ინგრედიენტი ხის კოვზით, სანამ არ მიიღებთ გლუვ და კრემისებრ პასტას.
ცალკე ჭურჭელში ჩადეთ გლიცერინის საპონი და წყლის აბაზანაზე გაადნეთ (წყალი უნდა ადუღდეს). შემდეგ დაამატეთ იგი კრემისებრ პასტაში, სანამ გლიცერინი გაცივდება. შეინახეთ საპონი ფორმაში გამაგრებამდე.
როგორ გამოვიყენოთ ოხრახუშის საპონი:
1. გაიწმინდეთ სახე ცივი წყლით.
2. .ვინაიდან ეს არის ნატურალური საპონი კონსერვანტების გარეშე, არ უნდა ჩაყოთ წყალში, რადგან უფრო ადვილად დაკარგავს კონსისტენციას. ამის ნაცვლად, დაისველეთ ხელები და შეიზილეთ საპონი, სანამ არ აქაფდება.
3. მაკიაჟი აუცილებლად მოცილებული უნდა გქონდეთ.
4. წაისვით კანზე და გაიჩერეთ 5 წუთი.
5. ჩამოიბანეთ ცივი წყლით . წაისვით კვირაში მინიმუმ 4-ჯერ.
6. გამოიყენეთ დამატენიანებელი და მზისგან დამცავი საშუალება ყოველდღიურად.