სცადეთ!
დიეტა, სარბენი ბილიკები, აერობიკა... ხანდახან, ეს ყველაფერი ზურგის ტკივილის სერიოზული მიზეზი ხდება..
მითუმეტეს, თუ საკვების მოყვარულნი ხართ და ვერ აკონტროლებთ საჭმლის სურვილით გამოწვეულ ახირებებს და თანდათანობით, ყველა თქვენი ვარჯიშიც კოშმარად იქცევა.
მაშინ, აუცილებლად უნდა სცადოთ: აკუპრესურა.
კარგი ამბავი ისაა, რომ გულისრევის, ღებინების, წელის ტკივილისა და თავის ტკივილის შემსუბუქების გარდა, აკუპრესურა ასევე ხელს უწყობს წონის დაკლებას.
გამოდის, რომ მარტივი აკუპრესურის ტექნიკა დაგეხმარებათ გააკონტროლოთ თქვენი მადა და გააუმჯობესოთ საჭმლის მონელებაც.
როგორ გავაკეთოთ ეს ყოველივე ?
რამდენიმე წუთი ცერა თითი ყურის გვერდით სამკუთხა ქსოვილის წინ დაიჭირეთ.
ახლა გახსენით და დახურეთ ყბა და იპოვნეთ წერტილი, სადაც ყბას აქვს მაქსიმალური მოძრაობა.
სწორედ ესაა ყველაზე აქტიური წერტილი თქვენს ყურსა და ყბას შორის; ახლა დააჭირეთ თითი ამ წერტილს მინიმუმ ერთი წუთით.
შეუთავსეთ ეს ტექნიკა ჯანსაღი კვების ჩვევებს და ზომიერ ვარჯიშს და დარწმუნებულნი იყავით, რომ წონაში ბუნებრივად დაიკლებთ!