გამხმარი მოცხრის ფოთლების წარმოუდგენელი სასარგებლო თვისებები! აუცილებლად სცადეთ..
"ვარ 45 წლის. სამი წლის წინათ შემაწუხა გულმა. დამისუსტდა გულისცემა. პულსს ძლივს ვისინჯავდი — თითქოს გულს კუმშვა უჭირდა. კარდიოლოგმა საჭირო გამოკვლევების შემდეგ მითხრა, რომ მქონდა მიოკარდიტი — გულის კუნთის ანთება, რომელიც, თურმე, გრიპის გადატანის შემდეგ დამრჩა. დამინიშნა უამრავი წამალი, მათ შორის, ჰორმონებიც. ყველაფერი ზედმიწევნით შევასრულე , თუმცა ბოლომდე ვერ გამოვედი მდგომარეობიდან. ამიტომ დავიწყე ხალხური საშუალებების ძებნა.
მივაგენი ასეთ რეცეპტებს: 1 ჩ/ჭ უკურკო ქიშმიში უნდა გარეცხოთ, გააშროთ და დილაობით უზმოზე მიირთვათ 40-40 ცალი. საუზმობა მხოლოდ ერთი საათის შემდეგ შეიძლება. მეორე დღეს მიირთმევთ 39 ცალ ქიშმიშს, მესამე დღეს — 38-ს. ასეთი, ორმოცდღიანი კურსი უნდა ჩაიტაროთ წელიწადში 3-ჯერ მაინც. აი, კიდევ ერთი რეცეპტი:
თანაბარი რაოდენობის ძახველის და მოცხარის ფოთლების ჩაი (1ს/კ ნარევი: 1ჩ/ჭ მდუღარე წყალი), დაატკბეთ თაფლით და ერთი თვის განმავლობაში სვით დღეში ორჯერ - დილა-საღამოს. შემდეგ დაისვენეთ ერთი თვე და გაიმეორეთ. ეს საშუალებები გამოვცადე საკუთარ თავზე და შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა. გულს აღარ ვუჩივი, პულსიც ნორმალური მაქვს, გულისცემა გამიძლიერდა."
წყარო: სტატია მომზადებულია "კარაბადინზე" დაყრდნობით