ოთხშაბათი, ნოემბერი 27, 2024
aviabiletebi aviabiletebi
aviabiletebi
Homeჯანმრთელობაგაღიზიანებულ კუჭ-ნაწლავს ამ მცენარეული რეცეპტების დახმარებით უმკურნალებთ!

გაღიზიანებულ კუჭ-ნაწლავს ამ მცენარეული რეცეპტების დახმარებით უმკურნალებთ!

"მაწუხებდა ნაწლავები, დარღვეული მქონდა საკვების მონელება, გაზები მიგროვდებოდა, ხშირად მქონდა შეკრულობა, ზოგჯერ კი ფაღარათი მემართებოდა. ნაწლავების მუშაობა ჩემით მოვიწესრიგე და მინდა გასწავლოთ როგორ.

სვით კამის წყალი. კამის წყლის მოსამზადებლად 1ჩ/კ კამას დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დადგით 15 წუთი და სვით თბილ-თბილი. #2: ჭამეთ სტაფილო და ჭარხალი. #3: მიიღეთ ნაწლავური ფლორის მოსაწესრიგებელი რომელიმე წამალი. მე ვიყენებდი ლინექსს ან ბაქტისუბტილს 2-3 კვირის განმავლობაში. თუმცა, წამლების შესახებ მაინც ექიმს დაეკითხეთ. აი, ამ მარტივი საშუალებებით ისე მოვიწესრიგე კუჭ-ნაწლავი, რომ დღეს აღარაფერი მაწუხებს."

ექიმის კომენტარი: ხალხურ მედიცინაში კამა ცნობილია, როგორც მეტეორიზმის სამკურნალო საშუალება. კამის ნაყენი აძლიერებს კუჭ-ნაწლავის სეკრეტულ ფუნქციას, აქვს ნაღველმდენი, სპაზმების მომხსნელი, შარდმდენი მოქმედება, არეგულირებს ნაწლავების მოტორიკას და ამასთან ერთად აქვს ანტიბაქტერიული, გულის მკვებავი სისხლძარღვების და პერიფერიული სისხლძარღვების გამაფართოებელი ეფექტი. დამამშვიდებლად მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, აუმჯობესებს მადას. ინიშნება კუჭ-ნაწლავის ფუნქციის დარღვევის, სპაზმების, კოლიტების, მეტეორიზმის (გაზების) დროს, კამა აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და, რაც მეტად საყურადღებოა, აუმჯობესებს ლაქტაციას მეძუძურ დედებში, ამიტომ კარგი საშუალებაა მეძუძურობის პერიოდში განვითარებული კუჭ-ნაწლავის ფუნქციის დარღვევის მოსაწესრიგებლად.

წყარო: სტატია მომზადებულია "კარაბადინზე" დაყრდნობით

კომპენსაცია ფრენებზე
კომპენსაცია ფრენებზე
ავიაბილეთები
Don`t copy text!