ოთხშაბათი, ნოემბერი 27, 2024
aviabiletebi aviabiletebi
aviabiletebi
Homeჯანმრთელობაშავი ბოლოკის წვენი მრავალი დაავადების წინააღმდეგ ერთ ერთი ყველაზე ეფექტური წამალია! მთავარია...

შავი ბოლოკის წვენი მრავალი დაავადების წინააღმდეგ ერთ ერთი ყველაზე ეფექტური წამალია! მთავარია ზუსტად იცოდეთ რასთან ერთად და როგორ მიიღოთ ის..

გაგაცნობთ ჩვენი მკითხველი გამოცდილებას..

გულის ისეთი არითმია მქონდა, რომ წნევასაც ვერ ვიზომავდი. მეზობელმა მასწავლა რეცეპტი, რომლითაც მოვიწესრიგე გულის რიტმი. მთელი ზაფხულის განმვლობაში ვსვამდი შავი ბოლოკის ახალგამოწურულ წვენს.

გამოყენების წესი ასეთია: ბოლოკი უნდა გახეხოთ, დოლბანდში გაწუროთ და მიღებულ წვენს აურიოთ თანაბარი რაოდენობით თაფლი. ამ საშუალებას ვიღებდი თითო სუფრის კოვზით 3-ჯერ დღეში, ჭამის შემდეგ. თუმცა არ ვიცი, შესაძლოა, შავი ბოლოკის წვენს რაიმე დაავადების დროს უკუჩვენება აქვს. ამიტომ მის გამოყენებამდე უმჯობესი იქნება, ექიმს ჰკითხოთ რჩევა.

ექიმის კომენტარი: შავი ბოლოკი მრავალმხრივი ფარმაკოლოგიური მოქმედებით ხასიათდება, რაც მის შემადგენლობაში სხვადასხვაგვარი ბიოაქტიური ნივთიერებების არსებობით აიხსნება. შეიცავს ნახშირწყლებს, ცილებს, ცხიმებს, უჯრედისს, ნაცარს, C ვიტამინს, ფერმენტებს. შავი ბოლოკი აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, საჭმლის მონელებას. სავარაუდოდ, ნივთიერებათა ცვლის გააქტიურებასა და ქსოვილოვანი კვების გაუმჯობესებასთანაა დაკავშირებული მისი ანტიარითმიული ეფექტიც. თუმცა გაითვალისწინეთ ისიც, რომ შავი ბოლოკის წვენის მიღება არ შეიძლება თირკმელკენჭოვანი დაავადების დროს!.

კომპენსაცია ფრენებზე
კომპენსაცია ფრენებზე
ავიაბილეთები
Don`t copy text!