ოთხშაბათი, ნოემბერი 27, 2024
aviabiletebi aviabiletebi
aviabiletebi
Homeჯანმრთელობაროგორ დავამარცხოთ შაკიკი ხალხური რეცეპტების დახმარებით! სასარგებლო რჩევები ..

როგორ დავამარცხოთ შაკიკი ხალხური რეცეპტების დახმარებით! სასარგებლო რჩევები ..

მაწუხებს შაკიკი, თან ხანგრძლივი დროის განმავლობაში ძალიან ვიტანჯებოდი, მაგრამ ახლა რეგულარულად ვიყენებ იმ გამოცდილებას, რომელიც წლების განმავლობაში დამიგროვდა და მდგომარეობა შედარებით შემიმსუბუქდა.

მინდა ეს გამოცდილება თქვენც გაგიზიაროთ. თავი რომ არ აგტკივდეთ, დილაობით, უზმოზე უნდა სვათ მაგარი მწვანე ჩაი, შეგიძლიათ დაამატოთ პიტნა და სასურველია უშაქროდ მიიღოთ.

ხოლო თუ ტკივილი მაინც დაგეწყებათ, ხელები იდაყვამდე ჩაყავით ცხელ წყალში და გააჩერეთ ტკივილის გავლამდე. მწვავე შეტევისას კეფაზე დაიდეთ მდოგვის ან გახეხილი შავი ბოლოკის კომპრესი. მერწმუნეთ, ეს მარტივი საშუალება შვებას აუცილებლად მოგიტანთ და არც ძვირადღირებული წამლები დაგჭირდებათ.

ექიმის კომენტარი: მკითხველის მიერ მოწოდებული რჩევები დარღვეული სისხლის მიმოქცევის აღდგენაში დაგეხმარებათ, ეს კი შაკიკის დროს დადებით ეფექტს მოიტანს. ასე რომ, გაითვალისწინეთ პრაქტიკული გამოცდილება და თავადაც გამოიყენეთ.

წყარო: სტატია მომზადებულია "კარაბადინზე" დაყრდნობით

კომპენსაცია ფრენებზე
კომპენსაცია ფრენებზე
ავიაბილეთები
Don`t copy text!