წარმოუდგენელი ამბავი!
არსებობს მინიმუმ ათასი მიზეზი, რის გამოც ადამიანებმა უნდა შეიტანონ კურკუმა თავიანთ საკვებ რაციონში. ბოლო დროს, ის ძალიან პოპულარული სანელებელი გახდა, ძირითადად იმიტომ, რომ მდიდარია მრავალი აუცილებელი საკვები ნივთიერებით. კურკუმა კარგია გულისთვის. მას აქვს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი და ანელებს დაბერების პროცესს.
კურკუმაში მთავარი აქტიური ინგრედიენტია კურკუმინი, რომელიც უზრუნველყოფს ჯანმრთელობის უამრავ სარგებელს. თუ ჯერ არ გაგისინჯავთ თბილი კურკუმას წყალი, დროა სცადოთ.
დღევანდელ სტატიაში მოგითხრობთ ინგლისში, ბრისტოლელი ქალის ისტორიას. იგი 12 თვის განმავლობაში ყოველ დილით სვამდა თბილ კურკუმას წყალს და წარმოუდგენელი შედეგიც მიიღო. ეს სასარგებლო ჩვევა ატუტებს მის სხეულს და არეგულირებს pH-ის დონეს. გარდა ამისა, კურკუმასთან ერთად თბილი წყლის დალევა აუმჯობესებდა მის საჭმლის მომნელებელ სისტემას და კურნავდა ართრიტს.
როგორ მოვამზადოთ ეს სასმელი?
აიღეთ 1 ჭიქა წყალი და აურიეთ მასში 1 ჩაის კოვზი კურკუმას ფხვნილი. შემდეგ დაამატეთ ცოტა შავი პილპილი და კვლავ აურიეთ. დალიეთ სანამ თბილია.
ეს წყალი ჯანმრთელობის შემდეგ სარგებელს მოგიტანთ:
ჯანმრთელი გული: კურკუმინი ხელს უშლის სისხლის შედედებას სისხლძარღვებში ნებისმიერი დაგროვების მოცილებით. იაპონიის ფარმაცევტული უნივერსიტეტის ექსპერტთა ჯგუფის მიერ 2011 წელს ჩატარებულ კვლევაში აღმოჩნდა, რომ კურკუმა აუმჯობესებს გულის მუშაობას მხოლოდ 3 კვირაში.
აჩერებს ტიპი 2 დიაბეტს: ობერნის უნივერსიტეტის მეცნიერთა მიერ 2009 წელს ჩატარებულ კვლევაში კურკუმა აჩვენა, რომ კარგია დიაბეტით დაავადებულთათვის.
იცავს ტვინს: მეცნიერთა აზრით, ტვინის ნეიროტროფული ფაქტორის დაბალმა დონემ შეიძლება გამოიწვიოს დემენცია და ალცჰეიმერის დაავადება. საბედნიეროდ, კურკუმინი არეგულირებს მის დონეს და ხელს უშლის ასაკთან დაკავშირებულ ტვინის დაზიანებას.
აქვს ანთების საწინააღმდეგო უნარი: ნებისმიერი დაავადების მიზეზი ანთებაა. კურკუმინი ძალიან ძლიერი ანთების საწინააღმდეგო საშუალებაა, რომელიც ამცირებს ანთებას და იცავს თქვენს ჯანმრთელობას.
აქვს კიბოს საწინააღმდეგო თვისებები: კურკუმინი აფერხებს კიბოს უჯრედების გაფართოებას და ხელს უშლის თავისუფალი რადიკალების მიერ გამოწვეულ დაზიანებას.
ამცირებს ართრიტს: 2012 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ კურკუმინს აქვს უფრო ძლიერი ეფექტი, ვიდრე დიკლოფენაკს და მრავალი სხვა ანთების საწინააღმდეგო აბს შეშუპების შესამცირებლად.
აუმჯობესებს საჭმლის მონელებას: თუ რეგულარულად იყენებთ კურკუმას, ის გააუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას.
იცავს ღვიძლს: კურკუმა აუმჯობესებს ნაღვლის ბუშტს, იცავს ღვიძლს და აღადგენს დაზიანებულ უჯრედებს.
სიცოცხლეს ახანგრძლივებს: კურკუმინი ანადგურებს თავისუფალ რადიკალებს და ამავდროულად აფერხებს ანთებას, რაც ანელებს დაბერების პროცესს.