აცივდა, შესაბამისად ინფექციურმა დაავადებებმა და გაციებამაც იმატა. ამ სეზონზე ხშირად გვაწუხებს ხველა, რაც თავისთავად გაუსაძლისი ხდება, აზიანებს ფილტვებს და იძულებულნი ვართ სააფთიაქო საშუალებებში გადავყაროთ დიდი ოდენობით თანხა, რადგან რამენაირად თავი დავაღწიოთ ამ მდგომარეობას.
არადა ბევრს ამ დროს სულ ავიწყდება ხალხური საშუალებები, იაფი და რაღა თქმა უდნა ეფექტური- დროში გამოცდილი მეთოდები. რომლებიც დაგიზოგავენ, როგორც თანხას, ასევე ნერვებს და მდგომარეობიდანაც ძალიან მალე გამოხვალთ.
გაგაცნობთ ხველის საწინააღმდეგოდ და ფილტვების გასასუფთავებლად სტაფილოს გამწმენდ უნიკალურ სიროფს!
ამ პოპულარულ სიროფში სტაფილო გადამწყვეტ როლს თამაშობს. ნარინჯისფერი ბოსტნეული ითვლება არა მარტო არსებითი ვიტამინებისა და მინერალების წყაროდ, არამედ ძლიერი ანტიოქსიდანტად. სტაფილოს წყალობით, შესაძლებელია სასუნთქი გზების გაწმენდა მძიმე მწეველებისთვისაც კი, რომლებიც მუდმივ ხველას განიცდიან.
მოსამზადებლად საჭირო ინგრედიენტები: 500 გ სტაფილო; 4 ს.კ. თაფლი; 3 ჭიქა წყალი
მომზადება: დაჭერით სტაფილო კუბიკებად, დაასხით წყალი და მოხარშეთ; ურიეთ სანამ სტაფილო გლუვი არ გახდება. დაუმატე თაფლი და კვლავ კარგად ავურიეთ. მიიღეთ 4 ს.კ. სიროფი დღეში ერთხელ და ძალიან მალე, როგორც ხველას დააღწევთ თავს, ასევე სუნთქვაც გაგიადვილდებათ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არ უნდა დაგვავიწყდეს ექიმთან კონსულტაცია შესაძლო უკუჩვენებების გამო.
სტაფილოს სიროფს მოაქვს კიდევ ერთი სარგებელი: ის ამცირებს ქოლესტერინს, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, იცავს გულს, და ამცირებს კიბოს განვითარების ალბათობასაც კი.
ვიტამინების შემცველობის გამო, სტაფილო აძლიერებს ძვლებს და კბილებს, აუმჯობესებს კანის მდგომარეობას. გარდა ამისა, სტაფილოს აქვს დადებითი გავლენა მხედველობაზე, ამიტომ ნამდვილად ღირს მისი მიღება.