ძალიან გემრიელი და ჯანსაღი რეცეპტი!
ამ წვნიანის ინგრედიენტებს - კურკუმას, ვაშლს და ოსპს, მაღალი სამკურნალო თვისებები აქვთ. კურკუმა უაღრესად ძლიერი ანთების საწინააღმდეგო სანელებელია და ვინაიდან ანთება მრავალი დაავადების გამომწვევი მიზეზია, ის ამსუბუქებს ჯანმრთელობის პრობლემებს, მათ შორის:
ალერგიები; გულ-სისხლძარღვთა დაავადებები; ბრონქიტი; დეპრესია
დაღლილობა; ფსორიაზი
შაქრიანი დიაბეტი; მეტაბოლური დაავადებები; ალცჰეიმერის დაავადება
გაფანტული სკლეროზის
აი, როგორ მოვამზადოთ ეს ჯანსაღი წვნიანი: ინგრედიენტები:
1 ჩაის კოვზი კურკუმას ფხვნილი; 1/2 ჭიქა ქოქოსის რძე; 2 ვაშლი; 2 ჭიქა წითელი ოსპი
1 ჩაის კოვზი ქოქოსის ზეთი;
1 ჩაის კოვზი კუმინი; 1 ხახვი, კუბებად დაჭრილი; 1/2 ჩაის კოვზი დარიჩინი; 1 ჩაის კოვზი მარილი; 2-3 ჭიქა ცხელი წყალი
მომზადების მეთოდი:
ჯერ წითელი ოსპი ცივი წყლით უნდა გარეცხოთ.
შემდეგ ქოქოსის ზეთი გაადნეთ ქვაბში და მოშუშეთ ხახვი ოქროსფერამდე.
შემდეგ დაამატეთ კურკუმა და ვაშლი და ხარშეთ ნარევი მასში 2 წუთის განმავლობაში.
ხშირად ურიეთ და შემდეგ დაამატეთ წყალი და ოსპი. ნარევი მიიყვანეთ ადუღებამდე, დაახურეთ თავსახური და ადუღეთ 15 წუთის განმავლობაში. შემდეგ დაუმატეთ ქოქოსის რძე და სანელებლები და ადუღეთ სანამ ოსპი არ დარბილდება.
კვლავ დაუმატეთ ჭიქა წყალი, თუ არცისე სქელი კონსისტენცია გინდათ, რომ მიიღოთ და გააჩერეთ კიდევ 2 საათი. წვნიანი თბილი უნდა მიირთვათ!
ისიამოვნეთ!