სამშაბათი, ნოემბერი 26, 2024
aviabiletebi aviabiletebi
aviabiletebi
Homeჯანმრთელობაქაცვის სამკურნალო თვისებები. ნახეთ რომელ დაავადებებს კურნავს და როგორ უნდა მოვამზადოთ სწორად...

ქაცვის სამკურნალო თვისებები. ნახეთ რომელ დაავადებებს კურნავს და როგორ უნდა მოვამზადოთ სწორად სახლის პირობებში

დღევანდელ სტატიაში გვსურს გესაუბროთ ერთი უნიკალური მცენარის არაჩვეულებრივი სამკურნალო თვისებების შესახებ. ეს მცენარე გახლავთ ქაცვი, რომელსაც ყოველ შემოდგომაზე ინტენსიურად გეახლებით და ზამთრისთვისაც ვიმარაგებ ხოლმე.

ამ მცენარის მიღება მირჩია მეზობელმა, რომელსაც ჩემნაირი პრობლემები ჰქონდა, კერძოდ, აწუხებდა გული, წნევა, მაღალი ქოლესტერინი. ამასთან ერთად მე კუჭიც მაწუხებდა. უნდა გითხრათ, რომ ქაცვი ყველაფერზე მომიხდა. ქაცვის ნაყოფი გადაარჩიეთ, გარეცხეთ და გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, დააყარეთ თანაბარი რაოდენობის შაქარი ფენა-ფენა და შეინახეთ მაცივარში. ასეთი გზით შენახული ქაცვი ინარჩუნებს სასარგებლო ნივთიერებებს ხანგრძლივი დროის განმავლობაში.

დაშაქრული ქაცვი ყოველდღიურად გახსენით წყალში (1 ჭიქაზე 1-2 სუფრის კოვზი) და სვით დილა-საღამოს. შედეგის მისაღებად მნიშვნელოვანია რეგულარულობა. ქაცვი საერთო მდგომარეობასაც გაგიუმჯობესებთ, გამოგაცოცხლებთ.

ექიმის კომენტარი: ქაცვი ჩვენში საკმაოდ გავრცელებული მცენარეა. სამედიცინო მიზნებისათვის გამოიყენება მისი ნაყოფი, რომელიც მდიდარია პიგმენტებით, კაროტინით, ვიტამინებით (E, B1, B2, B6, PP), ფლავონოიდებით, ეთერზეთებით, მიკროელემენტებით, ორგანული მჟავებით, ფიტონციდებით. დადგენილია, რომ ქაცვის ზეთი აჩქარებს ჭრილობების შეხორცებას, ამიტომ იგი ეფექტიანია კანის წყლულებისა და რქოვანას სამკურნალოდ. გარდა ამისა, ქაცვის ზეთს აქვს კუჭის წვენის მაინჰიბირებელი ეფექტი. დადებით შედეგს იძლევა ღვიძლის დაავადებების დროსაც - აწესრიგებს ცხიმოვან ცვლას ღვიძლში.

წყარო: სტატია მომზადებულია "კარაბადინზე" დაყრდნობით

კომპენსაცია ფრენებზე
კომპენსაცია ფრენებზე
ავიაბილეთები
Don`t copy text!