შაბათი, ნოემბერი 23, 2024
aviabiletebi aviabiletebi
aviabiletebi
Homeჯანმრთელობაცისტიტის სამკურნალოდ გამოიყენეთ ეს ხალხური მეთოდები!!!!

ცისტიტის სამკურნალოდ გამოიყენეთ ეს ხალხური მეთოდები!!!!

ცისტიტის სამკურნალოდ გამოიყენეთ ეს ხალხური მეთოდები!!!!

ცისტიტის დამარცხებაში მწვანე მეგობრები დაგეხმარებიან... როდესაც პირველად ამ პრობლემამ შემაწუხა, 27 წლის ვიყავი და მიუხედავად იმისა, რომ პატარა გოგო არ ვიყავი და მშვენივრად ვიცოდი, როგორ მომევლო თავისთვის, გაციებას მაინც ვერ გადავურჩი. საქორწინო მოგზაურობიდან დაბრუნებულს უკვე მტანჯავდა შარდის ბუშტის ანთებისთვის დამახასიათებელი შემაწუხებელი სიმპტომები.

მოგვიანებით შევიტყვე, რომ ჩემს სნეულებას ახალდაქორწინებულთა ცისტიტი ერქვა და გაციებასთან არავითარი კავშირი არ ჰქონდა. ბედმა გამიღიმა და მალევე დავფეხმძიმდი, მაგრამ სიხარული ისევ ცისტიტის შემაწუხებელმა ნიშნებმა გამინელა. ისიც შევიტყვე, რომ ორსულობის პირველ სამ თვეს არავითარი წამალი არ უნდა მიმეღო, ჰოდა, მეც სხვა რა გზა მქონდა, წამლის ძებნა მცენარეულ საშუალებებს შორის დავიწყე.

დიდი ხანი არ დამჭირვებია — ხალხურ რეცეპტებს შორის მრავლად აღმოჩნდა ცისტიტის სამკურნალო საშუალებები.

მკითხველს მხოლოდ მათ შევთავაზებ, რომლებიც თავად გამოვცადე და მარგო:

რეცეპტი 1

  1. აიღეთ 2 სუფრის კოვზი ასკილის დაქუცმაცებული ფესვი და დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი.
  2. ადუღეთ 15 წუთს, გააჩერეთ 2 საათით და შემდეგ გადაწურეთ.

მიიღეთ 1/2 ჩაის ჭიქა დღეში 4-ჯერ, ჭამის წინ. მკურნალობის კურსი 2 კვირაა.

რეცეპტი 2

  1. 2 სუფრის კოვზ ფარსმანდუკს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე,
  2. გააჩერეთ 1 საათს და გადაწურეთ.

დალიეთ 1/4 ჩაის ჭიქა დღეში 4-ჯერ, ჭამამდე. მკურნალობის კურსი 7-10 დღეა.

რეცეპტი 3

აიღეთ შვიტასა და გვირილის ყვავილები თანაბარი რაოდენობით.

  1. 1 სუფრის კოვზ ნარევს დაასხით 1 ჩაის ჭიქა წყალი,
  2. ადუღეთ 5 წუთს და გააჩერეთ 1 საათით, შემდეგ გადაწურეთ.

მიიღეთ დღეში 3-ჯერ, 1/2 ჩაის ჭიქა ჭამამდე. მკურნალობის კურსი 10 დღეა.

რეცეპტი 4

  1. აიღეთ 20 გრამი ოხრახუშის თესლი და 30 გრამი დათვის კენკრა,
  2. 1 სუფრის კოვზ ნარევს დაასხით 1 ჩაის ჭიქა ცივი წყალი და გააჩერეთ 6 საათს,
  3. შემდეგ 7-10 წუთს ხარშეთ და გადაწურეთ.

და სვით მთელი დღის განმავლობაში. მკურნალობის კურსი 1 კვირაა.

რეცეპტი 5

აიღეთ ნიახური და ფესვებიანად მოხარშეთ, გადაწურეთ და მოხარშული ფესვები მიირთვით მთელი დღის განმავლობაში, ნახარში კი დღეში 3 ჭიქა მაინც უნდა დალიოთ. მკურნალობის კურსი 10 დღეა.

რეცეპტი 6

აიღეთ 15 გრ მინდვრის შვიტას ბალახი და 20 გრ მრავალძარღვას ფოთოლი, 1 სუფრის კოვზ ნარევს დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი. შეფუთეთ, დატოვეთ 1 საათს და გადაწურეთ. მიიღეთ თბილი, 1 ჭიქა დღეში ერთხელ, საღამოს.

კომპენსაცია ფრენებზე
კომპენსაცია ფრენებზე
ავიაბილეთები
Don`t copy text!