შაბათი, ნოემბერი 23, 2024
aviabiletebi aviabiletebi
aviabiletebi
Homeჯანმრთელობაინფორმაცია, რომელიც შესაძლოა არ იცოდეთ დაფნის ფოთლის საოცარი თვისებების შესახებ!!

ინფორმაცია, რომელიც შესაძლოა არ იცოდეთ დაფნის ფოთლის საოცარი თვისებების შესახებ!!

ინფორმაცია, რომელიც შესაძლოა არ იცოდეთ დაფნის ფოთლის საოცარი თვისებების შესახებ!!

უკვე ნამდვილად აღარაა გასაკვირი ის ფაქტი, რომ დაფნის ფოთოლი ყველა სამზარეულოში მოიძებნება, რადგან გარდა უნიკალური არომატისა, ამ მცენარეს უამრავი სასარგებლო თვისება გააჩნია. დღევანდელ სტატიაში კი სწორედ ჩვენ გვინდა შემოგთავაზოთ ის საინტერესო ინფორმაცია, რომლის მეშვეობითაც შეიტყობთ თუ რატომაა სასარგებლო ჯანმრთელობისთვის დაფნის ფოთოლი და როგორ უნდა გამოიყენოთ ის სწორად!

იცოდით, რომ დაფნის ფოთლის მთავარი საიდუმლო მის შემცველობაში არსებული ეთერზეთი, ორგანული მჟავები და ტანინებია. ის ბუნებრივი ანტიბიოტიკია, რომელსაც უამრავი ანთების საწინააღმდეგო თვისება გააჩნია!

დაფნის ფოთლის სარგებელი კი შემდეგია:

საუკეთესო საშუალებაა დიაბეტის დროს - 
დაფნის ფოთლის დახმარებით შეგიძლიათ შეამციროთ შაქრის დონე. ამისთვის კი თერმოსში მოათავსეთ 10 ც ფოთოლი, დაასხით 3 ჭ ადუღებული წყალი. ნაყენი მზად იქნება 3 საათის შემდეგ. მიირთვით მომზადებული მიქსტურის ნახევარი ჭამამდე 30 წუთით ადრე.

გასახდომი საშუალება - დააქუცმაცეთ 5-6 ც ფოთოლი და დაასხით 1 ჭ ცივი წყალი. გააჩერეთ მთელი ღამით. დილით წამოადუღეთ 15 წუთის განმავლობაში, გააჩერეთ ნაყენი 30 წუთით და შემდეგ გაწურეთ. დალიეთ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, დღეში 3-ჯერ.

ეფექტურია პირის ღრუს დაავადებების დროსაც - თუ გაწუხებთ უსიამოვნო სუნის პრობლემა ან თუნდაც სტომატიტი, უბრალოდ დაღეჭეთ დაფნის ფოთოლი ჭამებს შორის შუალედში.

ეფექტურად ებრძვის უძილობას - დაფნის ფოთლის სუნი ამშვიდებს ორგანიზმს, მიაკერეთ რამდენიმე ფოთოლი თქვენს საწოლ ბალიშს და შედეგს თავად დაინახავთ.

მისი ეფექტი დასტურდება კანის დაავადებების დროსაც - 
დაფნის ფოთოლს ანტიმიკრობული თვისებები გააჩნია და შესაბამისად, მისი გამოყენება ეფექტურია კანის დაავადებების დროს. დააქუცმაცეთ დაფნის ფოთოლი ისე, რომ მიიღოთ 1.5 ს/კ ფქვილის მასა. დაასხით მას 1 ჭ მცენარეული ზეთი და შედგით მაცივარში 1 კვირის განმავლობაში. შეიზილეთ მომზადებული საშუალება პრობლემურ არეზე დრეში 2-ჯერ.

შენიშვნა - ორსულების, მეძუძური დედებისთის და კუჭის წყლულით დაავადებული ადამიანებისთვის ეს რეცეპტები არ არის რეკომენდირებული!

ჯანმრთელობას გისურვებთ! დღეიდან ვფიქრობთ დაფნის ფოთოლს თქვენი ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად ახდენთ!!

კომპენსაცია ფრენებზე
კომპენსაცია ფრენებზე
ავიაბილეთები
Don`t copy text!