პარასკევი, ნოემბერი 22, 2024
aviabiletebi aviabiletebi
aviabiletebi
Homeჯანმრთელობასამკურნალო რეცეპტები თირკმელების სამკურნალოდ - პიელონეფრიტი!

სამკურნალო რეცეპტები თირკმელების სამკურნალოდ – პიელონეფრიტი!

სამკურნალო რეცეპტები თირკმელების სამკურნალოდ - პიელონეფრიტი!

ჩემს შვილს ქრონიკული პიელონეფრიტი აქვს. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ზამთრის ერთ ცივ დღეს იგი სკოლიდან გაყინული დაბრუნდა.
სიცივე მთელ სხეულში ჰქონდა გამჯდარი. ვასვი ცაცხვის ჩაი, ფეხები თბილ აბაზანაში ჩავაყოფინე, დავზილე, მაგრამ არაფერმა უშველა. საღამოს სიცხე უკვე 39 გრადუსზე მაღალი ჰქონდა, შემცივნებას წელის ძლიერი ტკივილიც დაერთო. მეორე დილით თვალებიც შეუშუპდა. რას ვიზამდი, გამოვიძახე უბნის პედიატრი.

მან მწვავე პიელონეფრიტის დიაგნოზით საავადმყოფოში გაგვგზავნა. იქ კარგა ხანს ვიმკურნალეთ ანტიბიოტიკებით, გადასხმებით, პერიოდულად ამის შემდეგაც ვიტარებდით მკურნალობის კურსს, მაგრამ ქრონიკული ნეფრიტი მაინც ჩამოყალიბდა.

დროდადრო ბავშვს ექიმის დანიშნულებასთან ერთად, მისივე რჩევით, ბალახეულ პრეპარატებსაც ვაძლევდი. ასეთი მკურნალობა მართლაც ძალიან მოუხდა ჩემს ბიჭუნას.

მინდა, ამ ხალხური მეთოდების საიდუმლო თქვენც გაგანდოთ:

  • აიღეთ 1 სუფრის კოვზი დათვისყურა (დათვისკენკრა), დაასხით 1 ჭიქა ადუღებული წყალი, 30 წუთით დააყენეთ. მიიღეთ თითო სუფრის კოვზი დღეში 4-5-ჯერ, ჭამიდან 30 წუთის შემდეგ. კარგია გლომერულონეფრიტის დროსაც.
  • აიღეთ 1 სუფრის კოვზი დათვისყურა, დაასხით სამი ჭიქა ცივი წყალი, დადგით ცეცხლზე, წამოადუღეთ და დატოვეთ ნელ ცეცხლზე, სანამ სითხის მესამედი არ აორთქლდება. მიიღეთ სამ ულუფად დღის განმავლობაში.

დათვის კენკრას ფოთოლს გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ანტიმიკრობული და დიურეზული თვისებები. პრეპარატის ანთების საწინააღმდეგო მოქმედება განპირობებულია მასში დიდი რაოდენობით შემავალი მთრიმლავი ნივთიერებების არსებობით. ანტიმიკრობული თვისებები განპირობებულია მცენარეში შემავალი არბუთინის გლიკოზიდების მოქმედებით, რომელიც არბუტაზას ფერმენტების ზემოქმედებით იშლება თავისუფალ ჰიდროქინონად და გლუკოზად.

მეთილარბუტინი ჰიდროლიზის დროს შლის მეთილის ეთერს და აგრეთვე ათავისუფლებს ჰიდროქინონს. ანტისეპტიკური თვისებები განპირობებულია ჰიდროქინონის ანტიმიკრობული და ადგილობრივად გამაღიზიანებელი მოქმედებით,რომელიც გამოიყოფა შარდით თირკმელების მეშვეობით. იგი აღიზიანებს თირკმლის ქსოვილს და აძლიერებს შარდის გამოყოფას.

კომპენსაცია ფრენებზე
კომპენსაცია ფრენებზე
ავიაბილეთები
Don`t copy text!