კვირა, ნოემბერი 24, 2024
aviabiletebi aviabiletebi
aviabiletebi
Homeჯანმრთელობაეს ბალახი ერთ-ერთი საუკეთესო თქვენი ჯანმრთელობისთვის! გაიგეთ მეტი ამ სტატიიდან!!

ეს ბალახი ერთ-ერთი საუკეთესო თქვენი ჯანმრთელობისთვის! გაიგეთ მეტი ამ სტატიიდან!!

ეს ბალახი ერთ-ერთი საუკეთესოa თქვენი ჯანმრთელობისთვის! გაიგეთ მეტი ამ სტატიიდან!!

დღეს უნდა გესაუბროთ ერთ მეტად გამორჩეულ და სასარგებლო მცენარეზე, რომელსაც უამრავი დაავადების განკურნება შეუძლია! რაც ამის შესახებ შევიტყვე აღფრთოვანებას ვერ ვმალავ!

შოთხვის ბუჩქს გულგრილად ნუ ჩაუვლით!

როცა შოთხვის ბუჩქს ჩაუვლით, კარგად ჩაისუნთქეთ მისი სურნელი და ყვავილების თაიგულიც თან გაიყოლეთ, რადგან ამ მცენარის მხოლოდ სუნიც კი საკმარისია მავნე მიკროორგანიზმების დასახოცად. ძველ დროში წყლის გასაწმენდად შოთხვის ყვავილებს იყენებდნენ — წყლიან ჭურჭელში მცენარის რამდენიმე ტოტს აგდებდნენ.

  1. შოთხვის ყვავილს ბევრი დაავადების სამკურნალოდ ვიყენებ, მაგალითად, კონიუნქტივიტის დროს 1ს/კ გამომშრალ ყვავილს უნდა დაასხათ 1/2 ჭიქა მდუღარე წყალი. ამ ნაყენით ჩამოიბანოთ შეწითლებული ქუთუთოები და 2 დღეში ანთება უკვალოდ გაქრება.
  2. შოთხვს ვიყენებ აგრეთვე კუჭ-ნაწლავის მუშაობის გასაუმჯობესებლად, მაგრამ თუ ამ მცენარეზე ალერგია გაქვთ, ფრთხილად უნდა იყოთ.
  3. ყვავილების გარდა, შოთხვის ფესვი, ფოთლები და კენკრაც სასარგებლოა. ფესვი შარდმდენია, ოფლმდენიც, სიცხესაც დაბლა სწევს.
  4. ფოთლებში უამრავი ვიტამინია, ხოლო ნაყოფი (კენკრა) საუკეთესო საშუალებაა კუჭის აშლილობის დროს.

ფესვების ნაყენი ხსნის თავის ტკივილს, სპაზმებს, კარგ შედეგს იძლევა გულის დაავადებების დროს, როგორც მატონიზებელი და დამამშვიდებელი საშუალება, აგრეთვე კუჭის დაავადებებისას:

  • 1 ს/კ გამომშრალ, დანამცეცებულ ფესვს დაასხით 1,5 ჭიქა მდუღარე წყალი,
  • დადგით მდუღარე წყლის აბაზანაზე 30 წუთით.
  • გაწურეთ.
  • სვით 1/3 ჭიქა 3-ჯერ დღეში, ჭამამდე.

კენკრის ნაყენის მოსამზადებლად 1 ს/კ გამხმარ კენკრას დაუმატეთ 1,5 ჭიქა მდუღარე წყალი და მდუღარე წყლის აბაზანაზე დადგით 45 წუთით, შემდეგ გადაწურეთ და სვით 0,5 ჭიქა 2-3-ჯერ დღეში, ჭამამდე.

ეს ნაყენი ძალიან კარგია ქრონიკული ენტერიტის და კოლიტის დროს, აგრეთვე დიზენტერიის გადატანის შემდეგ. ამ ნაყენის მიღებისას დოზირება ზუსტად უნდა მოხდეს, რადგან ნაყოფში თურმე მცირე რაოდენობით შხამიც შედის.

ჩვენს სტატიებში შემოთავაზებული რეცეპტების ყველა ინგრედიენტი არის ნატურალური და არავითარ საფრთხეს არ უქმნის ადამიანების ჯანმრთელობას!

ჩვენი მიზანია დაგეხმაროთ სახლის პირობებში მარტივად და იაფად შეძლოთ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება!!

კომპენსაცია ფრენებზე
კომპენსაცია ფრენებზე
ავიაბილეთები
Don`t copy text!