კვირა, ნოემბერი 24, 2024
aviabiletebi aviabiletebi
aviabiletebi
Homeჯანმრთელობაპოდაგრას მკურნალობა ამ რეცეპტებით ძალიან მარტივია! აი როგორ უნდა მოამზადოთ ისინი!

პოდაგრას მკურნალობა ამ რეცეპტებით ძალიან მარტივია! აი როგორ უნდა მოამზადოთ ისინი!

პოდაგრას მკურნალობა ამ რეცეპტებით ძალიან მარტივია! აი როგორ უნდა მოამზადოთ ისინი!

პოდაგრა ანუ ნიკრისის ქარი, ჩვენში საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა. მიუხედავად ამისა, მოსახლეობის ცოდნა მის შესახებ ხშირად მხოლოდ ფეხის პირველი თითის სახსრის დაზიანებითა და ტკივილით შემოიფარგლება. მართლაც, ამ დაავადებისთვის დამახასიათებელია ქვედა კიდურების სახსართა უპირატესი დაზიანება და ამაზე მეტყველებს თვითონ სახელწოდება „პოდაგრაც“, რომელიც ბერძნულიდან მომდინარეობს და ქართულად „ფეხის ხაფანგს“ ნიშნავს.

პოდაგრამ სხვა, გაცილებით მძიმე დაზიანებებიც შეიძლება გამოიწვიოს როგორც სხვა სახსრებისა, ისე შინაგანი ორგანოებისა, განსაკუთრებით კი თირკმელებისა, რაც საფუძვლიან მკურნალობას მოითხოვს. პოდაგრა ორგანიზმის ზოგადი დაავადებაა, რომელიც ვითარდება გენეტიკური განწყობითა და ალიმენტური ფაქტორებით განპირობებული პურინული ცვლის დარღვევის გამო.

ამას თან ახლავს ორგანიზმში შარდმჟავა ნაერთების მნიშვნელოვანი მატება და სხვადასხვა ქსოვილში ჩალაგება. დაავადებისთვის დამახასიათებელია ჰიპერურიკემია (სისხლის შრატში შარდმჟავას კონცენტრაციის მატება) და სახსრებში შარდმჟავა მარილების (კრისტალური ურატების) ჩალაგება, რასაც სახსრების რეაქტიული ანთება ახლავს თან, ასევე შინაგანი ორგანოების, განსაკუთრებით კი თირკმელებისა და სისხლძარღვოვანი სისტემის დაზიანება.

გენეტიკა და კვება გენეტიკური განწყობა ზოგიერთი ფერმენტის ცვლის დარღვევით მჟღავნდება, რაც, თავის მხრივ, პურინების სინთეზის მკვეთრ გაძლიერებას იწვევს. პოდაგრის დროს ფერხდება თირკმელებით შარდმჟავას გამოყოფა, რაც იწვევს სისხლში მისი რაოდენობის მომატებას — ჰიპერურიკემიას. კვების თავისებურებები გულისხმობს პურინების, ცხიმებისა და ნახშირწყლების შემცველი საკვებისა და ალკოჰოლის გადაჭარბებულ მოხმარებას.

საოჯახო რეცეპტები

  1. დააყენეთ წითელი მოცვი ჩაისვით (20 გრამი 1 ჭიქა მდუღარე წყალზე). მიიღეთ 1 სუფრის კოვზი დღეში 3-4-ჯერ.
  2. 20-20 გრამი კრაზანა, გვირილის ყვავილი, ცაცხვის ყვავილი, დიდგულას ყვავილი აურიეთ ერთმანეთში, ჩაყარეთ ფაიფურის ჭურჭელში, დაასხით 1 ლ მდუღარე წყალი, მჭიდროდ დაახურეთ თავზე და 15 წუთით ჩადგით ცხელი წყლის აბაზანაში. შემდეგ გააცივეთ ოთახის ტემპერატურაზე და გაფილტრეთ, დარჩენილი მასა გამოწურეთ. შეავსეთ 1 ლიტრამდე გადადუღებული წყლით და შედგით მაცივარში. მიიღეთ 1/2-1/2 ჭიქა დღეში 4-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე. ინახება მხოლოდ 3 დღე.
  3. 3 ჩაის კოვზ მარიამსხალას დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი და 2 საათი გააჩერეთ თავდახურულ ჭურჭელში. შემდეგ გაფილტრეთ. მიიღეთ 1/2 ჭიქა დღეში 4-ჯერ, ჭამამდე.
  4. პოდაგრის გამწვავებისას მტკივანი სახსარი დაისუსხეთ ჭინჭრით, დილით კი ნავთით გაიწმინდეთ.
  5. დილაობით სვით ნივრისა და ლიმონის ნაყენი.
  6. ფიტოთერაპიის პარალელურად დილა-საღამოს, ჭამამდე 40-60 წუთით ადრე ან ჭამიდან 2-3 საათის შემდეგ, მიირთვით ვაშლი.
კომპენსაცია ფრენებზე
კომპენსაცია ფრენებზე
ავიაბილეთები
Don`t copy text!