გამოდის, რომ შებერილობისგან თავის დაღწევა მარტივად შეგიძლიათ - სულ რაღაც ერთ წუთში!
წარმოუდგენელი რეცეპტი, რომელიც გაგათავისუფლებთ შებერილობისგან და დაგეხმარებათ წონის დაკლებაშიც!
შებერილობა არაჯანსაღი საკვების გამო, სულ უფრო გახშირებულია ყველა ასაკის ადამიანში, რომელიც დისკომფორტის საშინელ შეგრძნებას იძლევა.
მიუხედავად იმისა, რომ არსებობს მრავალი თეორია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოვიშოროთ შებერილობა, ამ პრობლემის მკურნალობა რეალურად საკმაოდ მარტივია. ერთ-ერთმა დიეტოლოგმა აღმოაჩინა მატონიზირებელი სასმელის რეცეპტი, რომელიც დაგეხმარებათ სწრაფად მოიცილოთ შებერილობა.
ეს სასმელი დაგეხმარება ზედმეტი ცხიმების დაწვაში და იქნება საკვები ნივთიერებების უზარმაზარი წყარო! უბრალოდ მისი მიღება ყოველდღე არის საჭირო.
ინგრედიენტები:
- 2 ლიტრი წყალი
- 12 პიტნის ფოთოლი
- 1 ჩაის კოვზი გახეხილი ჯანჯაფილი
- 1 საშუალო ზომის წვრილად დაჭრილი ლიმონი
- 1 გათლილი და წვრილად დაჭრილი საშუალო ზომის კიტრი
მომზადება:
ქვაბში აურიეთ ყველა ინგრედიენტი. გააჩერეთ ერთი საათის განმავლობაში. ახლა შეგიძლიათ დღეში 8-10 ჭიქა დალიოთ. ეს სასმელი ჩვეულებრივი წყლის კარგი შემცვლელია და გაჯერებულია აუმრავი მინერალითა და ვიტამინით.
განვიხილოთ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ინგრედიენტის - ლიმონის სასარგებლო თვისებები:
ლიმონს თავისი უნიკალური შემადგენლობის წყალობით აქვს შარდმდენი,ნაღველმდენი, ანტიტოქსიკური, ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი ბაქტერიოციდული, ფუნგიციდური (სოკოს საწინააღმდეგო) და სისხლდენის შემაჩერებელი ეფექტი.
ლიმონი სასარგებლოა ღვიძლის, ნაღველკენჭოვანი და შარდკენჭოვანი დაავადებების, შაქრიანი დიაბეტის, სასუნთქი გზების ვირუსული პათოლოგიების, არტერიული ჰიპერტენზიის, ათეროსკლეროზის, საერთო სისუსტის, ავიტამინოზის, თავის ტკივილის, ალკოჰოლური და სხვა სახის ინტოქსიკაციის, კანის და პირის ღრუს ანთებითი დაავადებების დროს.
ლიმონი ამაგრებს სისხლძარღვების კედლებს, დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემასა და შრომის უნარზე. სკლეროზის მოახლოებისას გირჩევთ სისტემატიურად მიირთვათ ლიმონი და სვათ მისი ახალგამოწურული წვენი.
ლიმონის სურნელი კარგად მოქმედებს გონებრივი გადაღლის, ყურადღების გაფანტვის, აპათიის, დეპრესიისა და ჰორმონალური ბალანსის დარღვევის დროს. ის ნებისმიერი ადამიანის რაციონის აუცილებელი პროდუქტია.
ლიმონი მდიდარია ასკორბინის მჟავით, რაც ამაღლებს ორგანიზმის მედეგობას სხვადასხვა ინფექციებისადმი. მისი წვენი შეიცავს დიდი რაოდენობით C ვიტამინს,შაქარს, ლიმონის მჟავას; რბილობსა და ცედრაში კი არის პექტინები,ფიტონციდები, ეთერზეთები, კალიუმისა და სპილენძის მარილები და სხვა მიკროელემენტები.