ორშაბათი, ნოემბერი 25, 2024
aviabiletebi aviabiletebi
aviabiletebi
Homeჯანმრთელობარაც მკურნალობის ამ მეთოდს მივმართე აღარც გული მაწუხებს, მეხსიერებაც გამიუმჯობესდა და  ჰემოგლობინიც...

რაც მკურნალობის ამ მეთოდს მივმართე აღარც გული მაწუხებს, მეხსიერებაც გამიუმჯობესდა და  ჰემოგლობინიც მომიწესრიგდა…

რაც მკურნალობის ამ მეთოდს მივმართე აღარც გული მაწუხებს, მეხსიერებაც გამიუმჯობესდა და  ჰემოგლობინიც მომიწესრიგდა...

გასული 20 წლის განმავლობაში ჯანმრთელობის უამრავი პრობლემა გადავიტანე: დამემართა ინსულტი და დამჭირდა გულის ოპერაცია. თავს ძალიან სუსტად ვგრძნობდი, მაგრამ არ დავნებდი ავადმყოფობებს და ვიბრძოდი ყველანაირი საშუალებით. მათ შორის ხალხური მედიცინის გამოყენებითაც...

ამ წლების განმავლობაში საკუთარი გამოცდილებით დავადგინე, რომ საუკეთესო საშუალებაა დილის საუზმე, რომლის შემადგენლობაშიც შედის შემდეგი კომპონენტები:

  •  1 ჩ/კ თაფლი;
  • 10 ცალი გარგრის ჩირი — მასში ბევრია კალიუმი, რომელიც აუცილებელია გულის- თვის;
  • შავი ქიშმიში (რამდენიც გნებავთ) — შეგინარჩუნებთ ჰემოგლობინს;
  • 10 ცალი ნუშის გული — სასარგებლოა გულისთვის;
  • 5 ცალი ნიგოზი — აუმჯობესებს მეხსიერებას.

მას შემდეგ, რაც მკურნალობის ამ მეთოდს მივმართე და დილაობით უზმოზე ამ პროდუქტების მიღება დავიწყე, აღარც გული მაწუხებს, მეხსიერებაც გამიუმჯობესდა, ჰემოგლობინიც მომიწესრიგდა და ზოგადად, თავს ყველანაირად კარგად ვგრძნობ.

ექიმის კომენტარი:

განვიხილოთ მკითხველის მიერ შემოთავაზებული კომპონენტები:

თაფლს უნივერსალური სამკურნალო თვისებები აქვს. მასში შემავალი ბიოაქტიური ნივთიერებები, მინერალები, ვიტამინები უზრუნველყოფს ორგანიზმს ძალიან ბევრი საჭირო კომპონენტით. ვინც რეგულარულად ხმარობს თაფლს, უფრო ხანგრძლივად ცოცხლობს და ჯანსაღია, ვიდრე ის, ვისაც თაფლი არ უყვარს.

გარგრის ჩირი უხვად შეიცავს კალიუმს, რომელიც გულის კუნთის ერთგვარი საკვებია. შავი ქიშმიში მდიდარია მინერალებით (მათ შორის რკინით), ანტიოქსიდანტური ნივთიერებებით.

ნუშის გული ასევე მდიდარია კალიუმით. იგი სასარგებლოა გულისთვის და საშარდე გზებისთვის.

ნიგოზი მდიდარია ვიტამინებით, ანტიანთებითი, ეთეროვანი, მთრიმლავი ნივთიერებებით, ზეთებით. მას თითქმის ყველა ქრონიკული პათოლოგიის პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის იყენებენ, მაგრამ უნდა გაგაფრთხილოთ, რომ უზმოზე შეიძლება გაამწვავოს სანაღვლე გზების ქრონიკული პათოლოგიები, ამიტომ ვისაც ეს პათოლოგიები აწუხებს, უნდა გაფრთხილდეს.

ჩვენი მიზანია დაგეხმაროთ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაში სახლის პირობებში! ჩვენს მიერ მომზადებულ სტატიებში შემოთავაზებული რეცეპტების ყველა ინგრედიენტი არის ნატურალური და არავითარ საფრთხეს არ უქმნის ადამიანების ჯანმრთელობას!

მოამზადეთ დღესვე ეს უნილაური "წამალი" და მადლიერი იქნებით!

ჯანმრთელობას გისურვებთ!

კომპენსაცია ფრენებზე
კომპენსაცია ფრენებზე
ავიაბილეთები
Don`t copy text!