ეს რეცეპტი სასწაულია! სულ რაღაც ერთ დღეში განკურნავს სახსრების ტკივილს!
საკმაოდ დიდხანს და ხშირად მაწუხებს ძვლებისა და სახსრების ტკივილი. ერთმა ნაცნობმა მასწავლა საშუალება, რომლის მიღების შემდეგ შვება ვიგრძენი. ვფიქრობ, რომ ეს მარტივი რეცეპტი ყველამ უნდა იცოდეს, რადგან ადვილი ხელმისაწვდომიცაა და არც გვერდითი მოვლენები ახასიათებს. გაწურეთ ახალშემოსული ბაბუაწვერას ფესვები, ღერო და ფოთლები. წვენს შეურიეთ იმავე რაოდენობით სტაფილოსა და თალგამის წვენები და სვით ნახევარ-ნახევარი ჭიქა სამჯერ დღეში.
ეს ნარევი ძალიან სასარგებლოა ძვლებისა და კბილების გასამაგრებლად, ავსებს ორგანიზმში კალციუმის დეფიციტის შესავსებად. წვენი სამი კვირის განმავლობაში მაინც უნდა სვათ, სასურველია, ხშირ-ხშირად მოამზადოთ ახალ-ახალი პორცია, რადგან ნარევს თუ ჰაერზე დიდხანს გააჩერებთ, სასარგებლო თვისებებს დაკარგავს.
შედეგი განსაცვიფრებელია ძვლები და სახსრები თითქოს უფრო დრეკადი გახდება და ტკივილიც გაივლის. ასეთი მკურნალობის კურსები ყოველ წელიწადს უნდა ჩაიტაროთ, განსაკუთრებით გაზაფხულობით.
ბაბუაწვერა თითქმის მთელი წლის განმავლობაში ხარობს, მაგრამ გაზაფხულზე განსაკუთრებული სამკურნალო თვისებები აქვს. ამიტომ თუ წლის სხვა პერიოდში მოამ- ზადებთ წამალს, ბაბუაწვერას წვენი ორმაგი უნდა აიღოთ. გისურვებთ ჯანმრთელობას!
ექიმის კომენტარი:
ბაბუაწვერა ჩვენში საკმაოდ გავრცელებული მცენარეა. იგი მდიდარია ორგანული ნივთიერებებით. ამ მცენარეს იყენებენ საჭმლის მონელების და მადის გასაუმჯობესებლად. ბაბუაწვერაში შემავალი მწარე ნივთიერებები აღაგზნებს ფერმენტების სეკრეციას. მას აქვს აგრეთვე ნაღველმდენი, შარდმდენი, სპაზმების მომხსნელი და საფაღარათო მოქმედება. იყენებენ ანაციდური გასტრიტების, ქოლეცისტიტების, ჰეპატოქოლეცისტიტების, ყაბზობის დროს.
სტაფილოს სამკურნალო თვისებები დაკავშირებულია მასში დიდი რაოდენობით კაროტინის (A პროვიტამინის), აგრეთვე B ჯგუფის და C ვიტამინების შემცველობასთან. სტაფილოს წვენს უნიშნავენ ჰიპროვიტამინოზების დროს, რომელიც ხასიათდება სისუსტით, მადის დაქვეითებით, გაციებითი დაავადებებისადმი მიდრეკილებით. გაზაფხულის რაციონში აუცილებლად უნდა შეიტანოთ სტაფილო.
თალგამი ორწლიანი ბოსტნეული კულტურაა. საქართველოში ფართოდ არ არის გავრცელებული. აქვს ყვითელი ყვავილები, მის ფოთლებში უხვადაა A, D, B, C, PP ვიტამინები,მინერალური მარილები. ძველ ქართულ მედიცინაში იყენებდნენ თალგამის თესლს, მწვანე ნაწილებს, ნაყოფს. თალგამის თესლი შარდმდენად მიიჩნეოდა. მას დაახლოებით ბაბუაწვერას მსგავსი სამკურნალო ჩვენებები აქვს.