პარასკევი, ნოემბერი 22, 2024
aviabiletebi aviabiletebi
aviabiletebi
Homeჯანმრთელობა"ფეხებზე ვენების გაგანიერებას რამდენიმე წელია თხილის ფოთლით ვმკურნალობ! ტკივილმა მიკლო, ფეხებიც იშვიათად...

“ფეხებზე ვენების გაგანიერებას რამდენიმე წელია თხილის ფოთლით ვმკურნალობ! ტკივილმა მიკლო, ფეხებიც იშვიათად მიშუპდება!”

"ფეხებზე ვენების გაგანიერებას რამდენიმე წელია თხილის ფოთლით ვმკურნალობ! ტკივილმა მიკლო, ფეხებიც იშვიათად მიშუპდება!"

ფეხის ვენების გაგანიერებას რამდენიმე წელია თხილის ფოთლით ვმკურნალობ!

თუმცა უნდა იცოდეთ, რომ გამოსადეგია მხოლოდ რბილი, ნორჩი, მწვანე ფოთლები, მასში უხვადაა სასარგებლო ნივთიერებები. ასეთი ფოთლები გააშრეთ ჩრდილში. მისი ჩაი ძალიან მარტივად მზადდება.

მომზადების წესი: 1 ს/კ დანამცეცებული ფოთოლი ჩაყარეთ ფაიფურის ჩაიდანში, დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, დაახურეთ სახურავი და დადგით 15-20 წუთი. შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ ნახევარი ჭიქა ნაყენი ოთხჯერ დღეში. გადანაწური ფოთლები შეგიძლიათ დაიდოთ მტკივნეულ ვენებზე.

ეს რეცეპტი დეიდამ მასწავლა. ასეთი ჩაით ის კაპილარებს „ისუფთავებდა“. მისგან ვიცი, რომ ეს წამალი ძალიან უხდება სისხლძარღვებს, იცავს მათ ქოლესტერინისგან და ყველანაირი ნალექისგან. დეიდაჩემი, მიუხედავად ასაკისა (იგი 83 წლისაა), ახლაც მხნედაა, გონებაც საღი აქვს, არც თვალს აკლია, თავსაც უვლის, ოჯახსაც და თითქმის არასოდეს ხდება ავად. მე კი ამ რეცეპტს უკვე რამდენიმე წელია ვხმარობ.

უკვე გაგანიერებული ვენების განკურნება, ალბათ, შეუძლებელია, მაგრამ მდგომარეობის გაუარესება ნამდვილად აღარ მიგრძვნია. ტკივილმა მიკლო, ფეხებიც იშვიათად მიშუპდება.

რაც მთავარია რეცეპტში შემავალი არცერთი ინგრედიენტი ჯანმრთელობისთვის მავნე არაა, ამიტომაც ყველას თამამად შეუძლია მისი გამოყენება. მთავარია არ დაიზაროთ და შედეგს აუცილებლად მალევე შეამჩნევთ.

ეს რეცეპტი იმედია თქვენც გამოგადგებათ და არგებთ საკუთარ ჯანმრთელობას!

ექიმის კომენტარი: თხილის ფოთლები მდიდარია ბიოაქტიური ნივთიერებებით, რომლებსაც მართლაც აქვს ანტისკლეროზული, ანგიოპროტექტორული, ანთების საწინააღმდეგო, რეგენერაციული, ნივთიერებათა ცვლის მომწესრიგებელი თვისებები. თუმცა მსგავსი მცენარეული საშუალებების გამუდმებით, შეუსვენებლივ გამოყენებას არ გირჩევთ — უმჯობესია 1,5-2-თვიანი კურსის შემდეგ 1 თვე მაინც დაისვენოთ.

კომპენსაცია ფრენებზე
კომპენსაცია ფრენებზე
ავიაბილეთები
Don`t copy text!