დაარეგულირეთ არტერიული წნევა ამ რეცეპტების დახმარებით!! ეს ნამდვილად ხსნა იქნება!
არტერიული წნევის მერყეობა აღინიშნება არა მხოლოდ ავადმყოფ ადამიანებში, არამედ ჯანმრთელებშიც, მაგალითად, ჯანმრთელი პირების სისხლის წნევის მერყეობის ამპლიტუდამ დღე-ღამის განმავლობაში შესაძლოა 30 მმ ვწყ. სვ-ს მიაღწიოს, ამიტომ ძნელია სისხლის წნევის ლიმიტის დადგენა ნორმის დროს და საზღვრის გავლება ნორმულ და მომატებულ მაჩვენებლებს შორის.
ამის გამო მიღებულია პირობითი ნორმები, რომლებიც იძლევა იმ პირთა იდენტიფიკაციის საშუალებას, რომელთაც გულ-სისხლძარღვთა სისტემის ამა თუ იმ გართულების აღმოცენების რისკი აქვთ. ეს ნორმები ითვალისწინებს სისხლის წნევის როგორც სისტოლურ, ისე დიასტოლურ მაჩვენებლებს.
როგორც ითქვა, არტერიულ წნევაზე მრავალი ფაქტორი ახდენს გავლენას და მოცემულ შემთხვევაში ჩვენ არა დაავადებასთან, არამედ გარემოს ფაქტორებთან გვაქვს საქმე. მაგალითად:
- სიცხეში არტერიული წნევა შეიძლება დაქვეითდეს, რაც სითბოს მომატებული გაცემის მიზნით სისხლძარღვების რეფლექტორული გაფართოებით,
- აგრეთვე ოფლის გამოყოფის გამო ორგანიზმის მიერ სითხის კარგვით არის განპირობებული.
- მძიმე ფიზიკური დატვირთვის დროს არტერიული წნევის მატება გულისცემის გახშირებასა და გულის გაძლიერებულ მუშაობას უკავშირდება.
- კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც არტერიულ წნევაზე ახდენს გავლენას, ორთოსტატიკური ეფექტია. ის აღინიშნება ჰორიზონტალურიდან ვერტიკალურ მდგომარეობაში სწრაფად გადასვლისას.
ამ შემთხვევაში გული და სისხლძარღვების ტონუსი ვერ ასწრებს ახალ პირობებთან შეგუებას და წნევა ქვეითდება. ასეთ დროს შესაძლოა ადამიანს თვალთ დაუბნელდეს. გულისმანკიან პაციენტებში ეს ეფექტი უფრო ძლიერად ვლინდება. არტერიული წნევა ნერვული სისტემითა და ჰორმონული მექანიზმებით რეგულირდება.
65 წლის ქალი ვარ და ჩემს ჯანმრთელობას სამკურნალო მცენარეებს ვუმადლი. მინდა შემოგთავაზოთ წნევის მარეგულირებელი რამდენიმე საშუალება:
1) წნევიანებისთვის ძალიან კარგია ყურძნის წვენი. მაგრამ უნდა გაგაფრთხილოთ, რომ წვენი ახალგამოწურული უნდა იყოს — დამაჭრებული არ გამოდგება. შემოდგომის ბოლომდე ჩვენში ყურძენი არ გამოილევა — ყოველდღიურადაც რომ მიიღოთ მისი წვენი, წნევასაც მოგიწესრიგებთ და გულსაც მოუხდება.
2) 10-20 დღის განმავლობაში ყოველდღიურად მიირთვით (როგორც წამალი) 4 ცალი ვაშლი. ნახეთ, როგორ მოგიწესრიგებთ წნევას.
3) თუ წნევა გითამაშებთ, თქვენთვის კარგი იქნება ლიმონისა და ნივრის ნარევი. ხორცსაკეპში გაატარეთ 3 მოზრდილი ლიმონი და 3 საშუალო თავი ნიორი. ეს მასა მოათავსეთ ორლიტრიან ქილაში, დაასხით ლიტრ-ნახევარზე ცოტა ნაკლები მდუღარე წყალი, მოურიეთ და 24 საათის განმავლობაში დადგით ბნელ ადგილას. შემდეგ გაწურეთ და შედგით მაცივარში. მიიღეთ 50-50 გ დილა-საღამოს, ჭამამდე 30 წუთით ადრე. მკურნალობის კურსი 21 დღეა. თუმცა, ვისაც კუჭი აწუხებს, მისთვის ამ ნაყენის მიღება სასურველი არ არის.