შაბათი, ნოემბერი 23, 2024
aviabiletebi aviabiletebi
aviabiletebi
Homeჯანმრთელობაგაწუხებთ მაღალი არტერიული წნევა? ახლავე გაეცანით ხელმისაწვდომ ნატურალურ საშუალებებს, რომლებიც მის წინააღმდეგ...

გაწუხებთ მაღალი არტერიული წნევა? ახლავე გაეცანით ხელმისაწვდომ ნატურალურ საშუალებებს, რომლებიც მის წინააღმდეგ ეფექტურობით ნამდვილად გამოირჩევიან

გაწუხებთ მაღალი არტერიული წნევა? ახლავე გაეცანით ხელმისაწვდომ ნატურალურ საშუალებებს, რომლებიც მის წინააღმდეგ ეფექტურობით ნამდვილად გამოირჩევიან

მუდმივად არტერიულ წნევასთან შებრძოლება და მისი დარეგულირება სააფთიაქო საშუალებებით, ორგანიზმს ნამდვილად ტვირთავს. თუმცა როდესაც ეს პრობლემა ძალიან ბევრს ადამიანს ყოველდღიურობას ურთულებს სხვა გამოავალი არსებობს?

ჩვენ გეტყვით, რომ დიახ! არსებობს მედიკამენტების გვერდის ავლით არტერიული წნევის დარეგულირების უმარტივესი მეთოდი, რომლის ეფექტსაც სანამ თავადვე არ  მოსინჯავთ შესაძლოა არც კი დაიჯეროთ!

არ შეშინდეთ, თქვენ არ მოგიწევთ რაიმე ნახარშის მომზადება და ბალახეულობის მოძიება. უბრალოდ მაღალი არტერიული წნევის შემცირებას ხელს უწყობს წყლის მიღება, დიახ სასმელი წყლის! თუმცა აქ საკითხავია ის თუ რამდენი სითხე უნდა მიიღოს ჰიპერტონიკმა?

ახლავე აგიხსნით, თუ როგორ მოქმედებს ეს მექანიზმი!

მაღალი არტერიული წნევა ნიშნავს, რომ ძალა, რომლითაც გული სისხლს მთელ სხეულში გადატუმბავს, იმაზე მეტია, ვიდრე უნდა იყოს. ამავდროულად, სისხლძარღვებში სისხლის ნაკადის მიმართ უფრო ინტენსიური წინააღმდეგობა იქმნება. მსგავსი დარღვევა დამატებით ტვირთავს ორგანოებს, მათ შორისაა სისხლძარღვები, გული, ტვინი, თირკმლები და თვალები. თუ მაღალი არტერიული წნევა მუდმივ მდგომარეობად იქცა, ეს ადამიანს გულის დაავადებებისკენ მიდრეკილს ხდის, მათ შორისაა გულის უკმარისობა და ინფარქტი, ასევე სისხლძარღვების დემენცია და ინსულტიც კი.

როგორც დასაწყისშივე ვახსენეთ ჰიპერტონიასთან საბრძოლველად რაღა თქმა უნდა არსებობს მედიკამენტები. თუმცა გავმეორდებით და გეტყვით იმასაც, რომ გარდა ამისა, არტერიული წნევის შემცირება ცხოვრების წესის შეცვლითაც შეიძლება. ეს ყოველივე კი გულისხმობს ყოველდღე 8 ჭიქა წყლის მირებას. ექიმის თქმით, წყალი ერთ–ერთი ხელმისაწვდომი საშუალებაა, რომელიც ჰიპერტონიას და მის სახიფათო შედეგებს ეფექტურად ებრძვის.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ:

ზოგიერთი პროდუქტის რაციონში ჩართვა არტერიულ წნევას არეგულირებს და ამცირებს კიდეც. ექიმი ჰიპერტონიკებს განსაკუთრებით ცხიმიანი თევზის ჭამას ურჩევს. ამ მხრივ ხელმისაწვდომია სარდინი, ქაშაყი, სკუმბრია.

თევზის ეს სახეობები ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავის შესანიშნავი წყაროა. ომეგა 3 სისტემურ ანთებას ეფექტურად ებრძვის და ოქსილიპინების დონეს (სისხლძარღვების შემავიწროებელი) ამცირებს.გარდა ამისა, ჰიპერტონიას კარგად ებრძვის ლობიო და ოსპიც. ეს პროდუქტები შეიცავს ბევრ ბოჭკოს, მაგნიუმს და კალიუმს – ნატურალური კომპონენტები, რომლებიც გულის და სისხლძარღვების ქსოვილების მდგომარეობაზე დადებითად მოქმედებენ.

კომპენსაცია ფრენებზე
კომპენსაცია ფრენებზე
ავიაბილეთები
Don`t copy text!