თესლი, რომელიც მოგიხსნით შეშუპებას ფეხებში და აღადგენს მყესების ჯანმრთელობას!
როგორ ვუმკურნალოთ შეშუპებას?
როგორც ვხედავთ, შეშუპება სიმპტომია და არა დაავადება. ასე რომ, უნდა ვუმკურნალოთ მის მიზეზს, რომლის დასადგენად მეტად მნიშვნელოვანია დროული დიაგნოსტიკა.
გახსოვდეთ: სახის შეშუპებისას შარდმდენების თვითნებური მიღება ხშირად უეფექტოა და შესაძლოა, ორგანიზმს ზიანიც კი მიაყენოს.
რას გვირჩევს ხალხური მედიცინა შეშუპების დროს?
დაცხებოდა თუ არა, ფეხები მიშუპდებოდა. ხალხურ მედიცინაში სიცხის თანმხლები ფეხების შეშუპების სამკურნალო რამდენიმე მეტად ეფექტიანი რეცეპტი ვიპოვე, ვსინჯე კიდეც და შვებით ამოვისუნთქე.
- 4 ს/კ სელის თესლს დაასხით 1 ლ წყალი და თავდახურული 10-15 წუთი ადუღეთ.
- გადმოდგით ცეცხლიდან და 1 საათით დადგით სითბოში,
- შემდეგ გადაწურეთ საწურით.
- უკეთესი გემო რომ ჰქონდეს, შეგიძლიათ, დაამატოთ ლიმონის წვენი.
უნდა მიიღოთ ცხელ-ცხელი, ნახევარი ჭიქა დღეში 3-4-ჯერ.
კარგია შავბალახას ნაყენიც. ამ მცენარის ნაყენი შესანიშნავად გამოდევნის ორგანიზმიდან ჭარბ სითხეს, აცხრობს შეშუპებას და ამშვიდებს გულს.
- 2 ს/კ ნარევს დაასხით 2 ჭ ადუღებული წყალი,
- 4 საათი თერმოსში გააჩერეთ და მიიღეთ დღეში 2-3-ჯერ ჭამამდე.
კურსი ორი კვირიდან ორ თვემდეა.
ექიმის კომენტარი:
სელის თესლი მდიდარია ცხიმებით, ცილებით, ლორწოთი, ნახშირწყლებით, ორგანული მჟავებით, ფერმენტებით და ვიტამინებით. სელის თესლისგან იღებენ სელის ზეთს, რომელიც შეიცავს A, B, E, F ვიტამინებს, პალმიტინის და სტეარინის ცხიმოვან მჟავებს.
სელის ზეთი დიეტური პროდუქტია და ფართოდ გამოიყენება ნივთიერებათა ცვლის დარღვევასთან დაკავშირებული სხვადასხვა პათოლოგიური მდგომარეობის პროფი- ლაქტიკისა და მკურნალობისათვის.
უჯერი ცხიმოვანი მჟავების შემცველობის გამო სელის ზეთი აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს და ხელს უწყობს ქოლესტერინული ფოლაქების დაშლას სისხლძარღვების კედლებზე. სწორედ ამიტომ სელის ზეთი გამოიყენება ათეროსკლეროზის სამკურნალოდ და პროფილაქტიკისათვის.
ამ მიზნით მედიცინაში გამოიყენება სელის ზეთისგან დამზადებული პრეპარატი ლინეტოლი. არსებობს მონაცემები, რომ სელის ზეთი ააქტიურებს ფიბრინოლიზს და აქვეითებს სისხლის კოაგულაციურ თვისებებს. ამიტომ მისი გამოყენება სასარგებლოა მათთვის, ვისაც აწუხებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, თრომბოფლებიტი და ვენების ვარიკოზული გაგანიერება. სელის ზეთი გამოიყენება კანის ჭრილობების, დამწვრობების, ფსორიაზის, დერმატიტების სამკურნალოდ.