შაბათი, ნოემბერი 23, 2024
aviabiletebi aviabiletebi
aviabiletebi
Homeჯანმრთელობა"ჩემს მეუღლეს 17 წელია გაფანტული სკლეროზი სჭირს და სულ ახლახანს აღმოვაჩინეთ, რომ...

“ჩემს მეუღლეს 17 წელია გაფანტული სკლეროზი სჭირს და სულ ახლახანს აღმოვაჩინეთ, რომ ეს საშუალებები მდგომარეობას საგრძნობლად ამსუბუქებს!

"ჩემს მეუღლეს 17 წელია გაფანტული სკლეროზი სჭირს და სულ ახლახანს აღმოვაჩინეთ, რომ ეს საშუალებები მდგომარეობას საგრძნობლად ამსუბუქებს! 

ამ ხნის განმავლობაში ვეძებეთ სხვადასხვა სამკურნალო საშუალება და დავადგინეთ, რომ ამ დაავადებას ლიმონი საუკეთესოდ ებრძვის.

გთავაზობთ რამდენიმე რეცეპტს:

1) ეს ნაყენი სკლეროზის სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის გამოიყენება: აურიეთ ერთმანეთში 2 ს/კ ლიმონის წვენი, 4 ს/კ თაფლი და 1 ს/კ ზეითუნის ზეთი. მიიღეთ დილაობით უზმოზე თითო ჩ/კ. მოამზადეთ ახალ-ახალი და სვით ხანგრძლივად.

2) გაფანტულ სკლეროზს კიდურების დამბლაც მოსდევს ხოლმე. ამ პათოლოგიის სამკურნალოდ კურკაგამოცლილი 4 ლიმონი ქერქიანად გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, დაუმატეთ 3 ს/კ მელისას ფოთლების ფხვნილი, თითო ს/კ ურცისა და დარიჩინის ფხვნილი. დაუმატეთ 0,5 კგ თაფლი და 20-20 გ კატაბალახასა და კუნელის ნაყენი (იყიდება აფთიაქში). მიიღეთ თითო ს/კ 3-ჯერ დღეში, ჭამამდე 20 წუთით ადრე.

3) მხედველობის ნერვის დაზიანების (ატროფიის) შემთხვევაში 1 ცალი ლიმონი გაჭერით 4-ად, დაუმატეთ 100 ცალი მოუმწიფებელი ნაძვის გირჩა, 25 გ მარიამსაკმელა (ტეგანი), დაასხით 2,5 ლ წყალი, დააყარეთ 0,5 კგ შაქარი და ხარშეთ 30 წუთი. ცეცხლიდან გადმოდგმის შემდეგ შეფუთეთ 1 საათით, გადაწურეთ. მიიღეთ თითო ს/კ 3-ჯერ დღეში, ჭამამდე.

4) ეს ნაყენი ასუფთავებს სისხლძარღვებს და კარგია სისხლძარღვების დაზიანებით გამოწვეული გულის თუ ტვინის დაავადებების პროფილაქტიკისთვის: 2 ცალი საშუალო ზომის ლიმონი და 2 ფორთოხალი დაჭერით, მოაშორეთ კურკები და გაატარეთ ხორცსაკეპში. დაუმატეთ 2 ს/კ თაფლი. ნარევი ჩადეთ მინის ქილაში, მჭიდროდ დაახურეთ ხუფი და გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე ერთი დღე-ღამე. შემდეგ შედგით მაცივარში. მიიღეთ 2-3 ჩ/კ ჩაისთან ერთად ან ჭამამდე.

ზოგადი ინფორმაცია ლიმონის შესახებ: ლიმონის კანი მდიდარია ეთერზეთებით. სამკურნალო პროფილაქტიკური მიზნით ლიმონი ძირითადად ავიტამინოზების (კერძოდ C ვიტამინის დეფიციტის დროს) გამოიყენება. ლიმონის წვენის მიღებას ურჩევენ ფიტოთერაპევტები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების, მინერალური ცვლის დარღვევის, შარდკენჭოვანი დაავადების, პოდაგრის, რევმატიზმის და სხვა დაავადებების დროს. ლიმონის წვენს იყენებენ ანგინის, ფარინგიტის, სოკოვანი დაავადების დროს (გარეგანი ხმარებისთვის).

კოსმეტოლოგიაში ლიმონი გამოიყენება ჭორფლისა და პიგმენტური ლაქების მოსაშორებლად. ქართულ ხალხურ მედიცინაში თაფლს ლიმონსა და ნიგოზთან ერთად ფართოდ იყენებდნენ სკლეროზის სამკურნალოდ.

კომპენსაცია ფრენებზე
კომპენსაცია ფრენებზე
ავიაბილეთები
Don`t copy text!