როგორც იქნა დავაღწიე თავი წვასა და ტკივილს ! სწორედ მცენარეული ნაყენით მოვირჩინე თორმეტგოჯა ნაწლავის ეროზია, რომელიც წლების განმავლობაში მტანჯავდა!
დიდი ხანია დაინტერესებული ვარ ხალხური მედიცინით და ხშირად ვიყენებ მათ. სწორედ მცენარეული ნაყენით მოვირჩინე თორმეტგოჯა ნაწლავის ეროზია, რომელიც წლების განმავლობაში მტანჯავდა. მაწუხებდა წვა და ტკივილის შეგრძნება.
დავიწყე მატიტელას ნაყენის სმა - ძალიან მალე ვიგრძენი უკეთესობა, ტკივილები დამიცხრა, საჭმლის მონელებაც მომიწესრიგდა. ამას გარდა, მაწუხებდა წნევებიც. ნაყენის მიღების დროს ეს პრობლემაც მომიგვარდა.
- ბალახი თავადაც შეგიძლიათ მოაგროვოთ, იგი საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში უხვად იზრდება და აფთიაქშიც იყიდება.
ყველაფერი ძალიან მარტივია და სულაც არ მოითხოვს დიდ დროს და ენერგიას.
1 ს/კ მშრალი, დაქუცმაცებული ბალახი ჩაყარეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, 15-20 წუთით გააჩერეთ მდუღარე წყლის ორთქლზე, მერე გადმოდგით, შეაგრილეთ, გაწურეთ და სვით თითო ს/კ 3-ჯერ დღეში, ჭამის წინ.
თუ ამ ნაყენის მიღებას დაიწყებთ, დარწმუნდებით, რომ სულ უბრალო საშუალებით შეგიძლიათ სხეული გაიჯანსაღოთ. საერთო მდგომარეობა გამიუმჯობესდა, თითქოს გამაახალგაზრდავა და ყველაფერზე მომიხდა.
მე ძალიან ვემადლიერები ამ საშუალებას, იქნებ თქვენც კმაყოფილნი დარჩეთ...
სცადეთ, ნამდვილად არაფერს კარგავთ ამით!
ექიმის კომენტარი: ხალხური მედიცინა მატიტელას კარგად იცნობს. სამკურნალოდ იყენებენ ბალახს ფესვიანად. მას ყვავილობის დროს აგროვებენ და ჩრდილში ახმობენ.
მატიტელა მდიდარია ბიოაქტიური ნივთიერებებით: C ვიტამინით, გლუკოზით, მთრიმლავი ნივთიერებით. გინეკოლოგიაში იყენებენ სისხლდენების შესაჩერებლად. ხალხურ მედიცინაში მატიტელას ხმარობენ როგორც შემკვრელ, შარდმდენ, მადისმომგვრელ საშუალებას, იყენებენ კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, სიმსივნის დროს. ექსპერიმენტული მონაცემების თანახმად, მატიტელას ნაყენი ამცირებს სისხლის წნევას, რაც, ალბათ, იმასთანაცაა დაკავშირებული, რომ ამ მცენარეს შარდმდენი და თირკმლის ქსოვილის ანთების საწინააღმდეგო მოქმედება აქვს.
ჯანმრთელობას გისურვებთ!