შაბათი, ნოემბერი 23, 2024
aviabiletebi aviabiletebi
aviabiletebi
Homeჯანმრთელობაგსურთ გაიუმჯობესოთ სისხლის მიმოქცევა, ტვინის მუშაობა, ან უბრალოდ სახის კანის ფერი? მაშინ...

გსურთ გაიუმჯობესოთ სისხლის მიმოქცევა, ტვინის მუშაობა, ან უბრალოდ სახის კანის ფერი? მაშინ აუცილებლად მიიღეთ ამ საშუალების 1 ჭიქა დღეში!

გსურთ გაიუმჯობესოთ სისხლის მიმოქცევა, ტვინის მუშაობა, ან უბრალოდ სახის კანის ფერი? მაშინ აუცილებლად მიიღეთ ამ საშუალების 1 ჭიქა დღეში!

ალბათ არავისთვის არიქნება უცხო, თუ ვიტყვით, რომ უმი პროდუქტებიდან სასარგებლო თვისებების მისაღებად წვენების მომზადება ერთ–ერთი საუკეთესო მეთოდია. სულ ცოტა დილით მაინც 1 ჭიქა ნატურალური წვენის დალევით მთელი დღის აუცილებელ მკვებავ ნივთიერებებს მიიღებთ, მეტიც ორგანიზმს ტოქსინებისგან გაწმენდთ და ენერგიითაც დაიმუხტებით.

ეს ყველაფერი კი იმის ხარჯზე ხდება, რომ ნატურალური წვენები ცოტა ნახშირწყლებს და ბევრ მკვებავ ნივთიერებას შეიცავს.

შესაბამისად უმჯობესდება ნივთიერებათა ცვლაც, შესაძლოა ამ დროს წონაში კლების პროცესიც დააჩქაროთ და რაც მთავარია ეს ყოველივე დაავადებების განვითარებას ხელს უშლის.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ მსგავსი სახით ნატურალური წვენების რეგულარულად მიღებას ბევრი უპირატესობა აქვს, მაგალითად, ხილ–ბოსტნეულში შემავალი იმუნომასტიმულირებელი ნივთიერებების სწრაფად და ეფექტურად ათვისებას ხელს უწყობს.

ამიტომაც თუ ყველა სასურველი ვიტამინის, მიკროელემენტის და მკვებავი ნივთიერების მიღება გსურთ, წვენები სახლში თავადვე გამოწურეთ.

დღევანდელ სტატიაში კი კონკრეტულად სტაფილოსა და ვაშლის წვენების სარგებელზე გვინდა გიამბოთ:

ხილისა და ბოსტნეულის სწორი კომბინაციით ჯანმრთელობისთვის მთელ რიგ უპირატესობას მიიღებთ. დღეს სწორედ ასეთი წვენის რეცეპტის შესახებ გიამბობთ.

ექიმების თქმით, ჭარხლის, სტაფილოს და ვაშლის ნარევი ერთ–ერთი ყველაზე სასარგებლო წვენია მათში შემავალი უამრავი სასარგებლო ვიტამინების ჯგუფისდა გამო! ამ წვენის ძლიერი თვისებები დაგეხმარებათ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ბევრი პრობლემა თავიდან აიცილოთ, კონკრეტულად კი მათი ხშირი მოხმარება:

  • მცირებს არტერიულ წნევას და ქოლესტერინის დონეს;
  • ააქტიურებს ორგანიზმს ენერგიით მუხტავს და ტვინის მუშაობას;
  • ამშვიდებს მენსტრუაციულ სპაზმებს;
  • აუმჯობესებს კანის ფერს;

ხოლო თუ გსურთ ყველა ამ უპირატესობის გამოყენება ყოველ დილით შემდეგი სახით მოამზადეთ ეს საოცარი წვენი!

საჭირო ინგრედიენტების თანაფარდობა კი შემდეგია:

  • 1 სტაფილო,
  • 1 ვაშლი,
  • ½ ჭარხალი.

რეგულარული მიღების შემდგომ დაგვერწმუნეთ სულ რაღაც რამდენიმე კვირაში შედეგით გაოცებული დარჩებით!

აუცილებლად გაგვიზარეთ თქვენი გამოცდილებები!

გისურვებთ ჯანმრთელობას!

კომპენსაცია ფრენებზე
კომპენსაცია ფრენებზე
ავიაბილეთები
Don`t copy text!