შაბათი, ნოემბერი 23, 2024
aviabiletebi aviabiletebi
aviabiletebi
Homeსილამაზეროგორ მოვიშოროთ მუქი კანი კისრისა და ყელის არეში სახლის პირობებში? გიზიარებთ ჩემს...

როგორ მოვიშოროთ მუქი კანი კისრისა და ყელის არეში სახლის პირობებში? გიზიარებთ ჩემს გამოცდილებას!

როგორ მოვიშოროთ მუქი კანი კისრისა და ყელის არეში სახლის პირობებში? გიზიარებთ ჩემს გამოცდილებას!

დაიალეთ კისრის არეში  მუქი კანით და გსურთ მისი გათეთრება? სანამ რაიმე ქიმიურ წამალს გამოიყენებთ, ვცადოთ რამდენიმე უძველესი აიურვედის ინგრედიენტები, რომლებიც ხელმისაწვდომია ყველასთვის. ეჭვგარეშეა, ამ საშინაო საშუალებებს შეუძლიათ მუქი ლაქების მოცილება ძალისხმევის გარეშე.

კისრისა და ყელის მუქი ფერის გამომწვვი მიზეზები:

  • მზის ქვეშ გატარებული ჭარბი დრო.
  • ნებისმიერი ქრონიკული დაავადების გვერდითი მოვლენა.
  • ზოგიერთი წამლის ეფექტი ხანგრძლივი დროის განმავლობაში.
  • ჰორმონალური დისფუნქცია.
  • ჭარბი წონა.
  • დიაბეტი.

როგორ მოვიშოროთ მუქი კანი ასეთ არეში 5 საშინაო საშუალების გამოყენებით:

1. კარტოფილის წვენი:

გარდა იმისა, რომ კარტოფილი არის ძირითადი საკვები, არის ბუნებრივი გამწმენდი, რომელიც ხელს უწყობს კისრის არეში მუქი ლაქების მოცილებას.

როგორ გამოვიყენოთ კარტოფილის წვენი:

აიღეთ საშუალო ზომის კარტოფილი. გააცალეთ კანი და გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, რომ წვენი ადვილად გამოწურით. აიღეთ ბამბის დისკი, დაასველეთ წვენში და წაისვით მუქ კისერზე. საუკეთესო შედეგისთვის გააჩერეთ და ჩამოიბანეთ 30 წუთის გამოყენების შემდეგ.

2. ნუშის ზეთი:

ნუშის ზეთი მოქმედებს როგორც დაბერების საწინააღმდეგო საშუალება, რადგან შეიცავს E ვიტამინს.

ნუშის ზეთის გამოყენების წესი:

დაიბანეთ კისრის არე საპნით და გააშრეთ. დაიწვეთეთ ოთხიდან ხუთ წვეთი ნუშის ზეთი. შეიზილეთ იგი თითის წვერებით წრიული მოძრაობით. რეგულარულად გააგრძელეთ პროცესი 15-20 წუთის განმავლობაში. მასაჟის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

3. ფორთოხლის კანი:

ფორთოხლის კანი შეიცავს E ვიტამინს და ბევრ ანტიოქსიდანტს, რომელიც ეხმარება კანის ტონს.

როგორ გამოვიყენოთ ფორთოხლის კანი:

აიღეთ ერთი მუჭა გამხმარი ფორთოხლის კანი და დაფქვით რომ მიიღოთ მშრალი ფქვილის მსგავი მასა. დაამატეთ ორი სუფრის კოვზი რძე და ერთი ჩაის კოვზი თაფლი. ყველაფერი აურიეთ, რომ გლუვი პასტა მიიღოთ და წაისვით წინასწარ გასუფთავებულ კისრის არეში. დაფარეთ ადგილი პასტათ და გააშრეთ. ჩამოიბანეთ თბილი წყლით 30 წუთის შემდეგ. გაიმეორეთ ეს კვირაში მინიმუმ სამჯერ საუკეთესო შედეგისთვის.

4. ვიტამინი E ზეთი:

ვიტამინი E ზეთი კვებავს ჩვენს კანს და ხელს უშლის ნაოჭებს. გარდა ამისა, ის აღადგენს დაზიანებულ ქსოვილებს და აუმჯობესებს კანის ტონს.

როგორ გამოვიყენოთ ვიტამინი E ზეთი მუქი კისრის გასანათებლად:

შეიძინეთ E ვიტამინის კაფსულა სამედიცინო მაღაზიაში. ამოიღეთ ერთი კაფსულა გამოსაყენებლად. ვიტამინი E ზეთი კარგად შეიზილეთ კისრის არე თითის წვერებით. გააკეთეთ ეს ყოველდღიურად.

კომპენსაცია ფრენებზე
კომპენსაცია ფრენებზე
ავიაბილეთები
Don`t copy text!