შაბათი, ნოემბერი 23, 2024
aviabiletebi aviabiletebi
aviabiletebi
Homeჯანმრთელობაამ უსაფრთხო და ბუნებრივი საშუალებით უმკურნალეთ ეგზემას და სხვა გამონაყარს!

ამ უსაფრთხო და ბუნებრივი საშუალებით უმკურნალეთ ეგზემას და სხვა გამონაყარს!

ამ უსაფრთხო და ბუნებრივი საშუალებით უმკურნალეთ ეგზემას და სხვა გამონაყარს!

გაზაფხულობით თავს მახსენებს ეგზემა — ძირითადად ხელებზე მიჩნდება გამონაყარი. უკვე იმედი გადაწურული მქონდა, რომ ოდესმე შევძლებდი ამ საშინელი დაავადების დამარცხებას, მაგრამ შარშან ერთი ნაცნობის რეცეპტით მომ ზადებულმა წამალმა არა მარტო გამონაყარი გამიქრო, არამედ გამომაჯანმრთელა კიდეც.

რეცეპტის მომზადების წესი:

  1. თითო ს.კ ჭინჭარი, თავშავა, სამფერა ია, გვირილა, ურცი (ურცელი), შვიტა, ძირტკბილა და 1,5-1,5 ს.კ ორკბილა და კატაბალახას ფესვები აურიეთ 2 ს.კ ნარევს დაასხით 250 მლ მდუღარე წყალი.
  2. დადგით თავდახურული ჭურჭლით ორთქლის აბაზანაზე 15-20 წუთით.
  3. შემდეგ შეაგრილეთ, გადაწურეთ და სვით 1/3 ჩ.ჭ ნაყენი 3-ჯერ დღეში, ჭამამდე.

ნაყენის მიღებიდან 6-7 დღეში გამონაყარი მთლიანად გამიქრა და მას შემდეგ სულ ერ- თხელ შემახსენა თავი, მაგრამ მაშინვე მოვიმზადე წამალი და ეგზემამ უკან დაიხია. მკურნალობის კურსი 2-3 კვირაა. შემდეგ შეისვენეთ და კიდევ ერთი კურსი ჩაიტარეთ.

ყოველთვის იქონიეთ ეს მცენარეები და როგორც კი კანის გაღიზიანებას შეამჩნევთ, მაშინვე მოიმზადეთ წამალი. ოღონდ, რეცეპტს არც ერთი კომპონენტი არ მოაკლოთ. ამ რეცეპტით მომზადებული წამალი ნეიროდერმიტის დროსაც გამოიყენება.

 ექიმის კომენტარი:

ეგზემა საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა და, შეიძლება ითქვას, ბევრი ადამიანისთვის დაუძლეველ პრობლემად იქცა. ჯერჯერობით დაუდგენელია კანის ამ პათოლოგიის გამომწვევი ზუსტი მიზეზი. დაავადების გამწვავებაში დიდ როლს ასრულებს ალერგიული ფონი, ნერვული სისტემის გადაძაბვა და კანის მექანიკური თუ ქიმიური გაღიზიანება. მკითხველის მიერ მოწოდებულ რეცეპტში შედის ისეთი მცენარეული კომპონენტები, რომლებიც დაავადების განვითარების სწორედ აღნიშნულ მექანიზმებზე მოქმედებს.

ზოგიერთ მათგანს აქვს ნერვული სისტემის დამამშვიდებელი (მაგალითად, თავშავას და კატაბალახას), ზოგს — ანტიალერგიული (ორკბილას), ზოგს — ანთების საწინააღმდეგო, ქსოვილთა რეგენერაციული და ჭრილობის შემახორცებელი (ჭინჭარი, გვირილა, ძირტკბილა), ზოგსაც — ნივთიერებათა ცვლის მომაწესრიგებელი (შვიტა) მოქმედება. ყველა ეს რგოლი მნიშვნელოვანია და ამდენად, საგულისხმოა მკითხველის შენიშვნა იმის შესახებ, რომ რეცეპტს არც ერთი კომპონენტი არ უნდა მოაკლოთ.

გისურვბეთ ჯანმრთელობას!

კომპენსაცია ფრენებზე
კომპენსაცია ფრენებზე
ავიაბილეთები
Don`t copy text!