ორშაბათი, ნოემბერი 25, 2024
aviabiletebi aviabiletebi
aviabiletebi
Homeჯანმრთელობაროგორ მივხვდეთ, გვაქვს თუ არა ფილტვების ანთება და როგორ ვმართოთ დაავადება ?!

როგორ მივხვდეთ, გვაქვს თუ არა ფილტვების ანთება და როგორ ვმართოთ დაავადება ?!

ვიდეო დაგეხმარებათ პნევმონიის არსის გაგებაში და მისგან განკურნების მართვაში.

როცა პნევმონიის მკურნალობის შემდეგ გამოგწერენ საავადმყოფოდან, მნიშვნელოვანია იცოდეთ, როგორ აღიდგინოთ ჯანმრთელობა სახლში.

პნევმონია არის ერთი ან ორივე ფილტვის ანთებითი დაზიანება. იწყება ალვეოლების ანთებით, ისინი ივსება ექსუდატით(სითხით), რაც იწვევს სუნთქვის გართულებას.

პნევმონიის ძირითადი სიმპტომები მოიცავს: ხველას, სქელი ნახველით;შემოკლებულ სუნთქვას; მკერდის ტკივილს, ღრმად ჩასუნთქვის ან ხველის დროს; ცხელებას, ოფლიანობასა ან შემცივნებას; ხანდაზმულებში სხეულის დაბალ ტემპერატურას;

კუნთების ტკივილსა და მოთენთილობას; სურდოს, ღებინებასა და დიარეას; თავის ტკივილს.

მნიშვნელოვანია გესმოდეთ, რომ თქვენ კვლავ გექნებათ რიგი სიმპტომები სახლში გაწერის შემდეგაც.

ხველა ნელ-ნელა შეგიმცირდებათ - ერთ ან ორ კვირაში; მადის, ძილისა და ენერგიის აღდგენას შეიძლება დასჭირდეს რამდენიმე კვირა .

თქვენ შეგიძლიათ მართოთ გამოჯანმრთელების პროცესი, თუ გაითვალისწინეთ ექიმის რეკომენდაციებს: მიიღეთ მედიკამენტები დანიშნულებისამებრ; ნუ გამოტოვებთ დოზებს; ნუ შეწყვეტთ წამლის მიღებას თუნდაც თავს უკეთ გრძნობდეთ; შეატყობინეთ გვერდითი მოვლენების შესახებ თქვენს ექიმს;

ნუ მიიღებთ დამატებით მედიკამენტს ექიმის დაუკითხავად; დაიცავით ფილტვები სხვა ინფექციებისგან და გაღიზიანებისგან; ჩაიტარეთ საკონტროლო გამოკვლევები.

გამოჯანმრთელებას ხელს უწყობს ფილტვების ვარჯიში - სუნთქვითი ვარჯიში. ხველა/ამოხველება ნორმალურია და ეხმარება სასუნთქი გზების გაწმენდას. ამიტომ მიიღეთ ხველის პრეპარატი თუკი ექიმმა დაგინიშნათ.

მოერიდეთ თქვენს ირგვლივ მყოფთ და ხველებისას პირზე ცხვირსახოცი აიფარეთ.

ექიმმა შეიძლება გირჩიოთ პოსტურალური დრენაჟი. ამის გაკეთება შეგიძლიათ დაწოლილ მდგომარეობაში, თავი უნდა გედოთ მკერდზე ქვევით. ეს პოზიცია ხელს უწყობს სითხის დრენირებას ფილტვებიდან.

პერკუსია შეიძლება დაგენიშნოთ ნახველის ამოღების ხელშესაწყობად. პერკუსიისთვის დაწექით ისე, რომ თავი გედოთ მკერდზე ქვევით და ხელით დარტყმითი მოძრაობა შეასრულეთ მკერდზე. ჰაერის დამატენიანებელი გაგიიოლებთ სუნთქვას.

საჭიროა კვების რაციონის შეცვლა, სწორი, ჯანსაღის კვება ეხმარება ორგანიზმს ინფექციასთან ბრძოლაში.

ბალანსირებული ყოველდღიური დიეტა მოიცავს ხილს, ბოსტნეულს, კალციუმის შემცველ პროდუქტებს და პროტეინებს.

დალიეთ ექვსი- რვა ჭიქა წყალი, წვენი ან სუსტი ჩაი(დღეში), თუ თქვენი ექიმი სხვა მითითებას არ მოგცემთ.

ნუ დალევთ ალკოჰოლს გამოჯანმრთელებამდე.

საკმარისი ძილი ასევე ეხმარება ორგანიზმს აღდგენაში.

თუ ხველა ხელს უშლის ღამის სრულყოფილ ძილს, სცადეთ დაძინება დღის მანძილზეც.

მოერიდეთ ფილტვების გაღიზიანებას: ნუ მოწევთ და ერიდეთ თამბაქოს ბოლს;

დაიცავით თავი დამატებითი ინფექციისგან: ხელები ხშირად დაიბანეთ საპნითა და ცხელი წყლით; მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს.

დაუკავშირდით ექიმს თუ გაქვთ: სუნთქვის გაძნელება ან გიჭირთ ღრმა სუნთქვა; გრძნობთ მკერდის ტკივილს სუნთქვისას; გაქვთ მაღალი ტემპერატურა; ნახველი არის ყვითელი, მწვანე ან სუნიანი;

გაქვთ გულის რევა; მოჭარბებული ძილიანობა ან გაბრუება; გიჭირთ აზროვნება; თუ ამჩნევთ ტუჩების ან ფრჩხილების სილურჯეს.

კომპენსაცია ფრენებზე
კომპენსაცია ფრენებზე
ავიაბილეთები
Don`t copy text!