შარდის ფერი - თქვენი ჯანმრთელობის მაჩვენებელია! ინფორმაცია რომელიც გადაგარჩენთ..
იცოდით ამის შესახებ?
მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა არ იცის ამის შესახებ, შარდმა შეიძლება ბევრი რამ გვითხრას ჩვენი სხეულის შესახებ.
ეს შეიძლება იყოს ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემის მაჩვენებელი და მისი ფერი, სუნი ან სიხშირე დაგვეხმარება გავიგოთ, რომ რაღაც არასწორად მიმდინარეობს ჩვენს სხეულში..
შარდში 95% წყალი და 5% შარდოვანაა, კალიუმი, კრეატინინი და სხვა მასალები, რომლებიც წარმოადგენენ საშარდე და საჭმლის მომნელებელ სისტემებში ჩართული ქიმიური პროცესების ქვეპროდუქტებს.
ურობილინი კი ნარჩენი პროდუქტია, რომელიც წარმოიქმნება სისხლის წითელი უჯრედების დაშლის შედეგად, რაც შარდის ყვითელი ფერის გამომწვევი მიზეზია.
ფერმკრთალი შარდი: გამჭვირვალე შარდი მიუთითებს ზედმეტად დატენიანებულ სხეულზე - ეს შეიძლება იყოს დაშლილი ელექტროლიტების და ორგანიზმში ქიმიური დისბალანსის ნიშანი.
ღია ყვითელი ფერი: თუ თქვენი შარდი ღია ყვითელია, ეს ნიშნავს, რომ თქვენი სხეული სათანადოდაა დატენიანებული. ეს ფერი ითვლება ყველაზე ჯანსაღ, ნორმალურ შარდის ფერად.
ნათელი ყვითელი ფერი: ესაა დეჰიდრატაციის მთავარი ნიშანი. თუ შარდის ამ ფერს შეამჩნევთ, გირჩევთ გაზარდოთ წყლის მიღება.
მუქი ყვითელი ფერი: ესაა დეჰიდრატაციის უფრო სერიოზული დონის ნიშანი. ეს ასევე შეიძლება მიუთითებდეს B ვიტამინის მაღალ რაოდენობაზე. რეკომენდებულია ბევრი სითხის დალევა, როგორიცაა წყალი ან ჩაი.
სტაფილოსფერი: თუ შარდის ფერი ნარინჯისფერია, ეს იმის ნიშანია, რომ თქვენს ორგანიზმში ჭარბი რაოდენობით ბილირუბინი გაქვთ. ეს ასევე შეიძლება მიუთითებდეს ნაღვლის ობსტრუქციაზე ნაღვლის სადინარში ან შეიძლება იყოს საშარდე გზების დაავადების შედეგი.
ვარდისფერი ფერი: შარდის ეს ფერი შეიძლება გამოწვეული იყოს ჭარხლის ჭარბი ჭამით. თუმცა, ეს შეიძლება იყოს სერიოზული მაჩვენებელი, რომ შარდში სისხლია, ამიტომ თუ შარდის ამ ფერს შეამჩნევთ, სასწრაფოდ მიმართეთ უროლოგს.
მუქი ვარდისფერი: უმეტეს შემთხვევაში, მუქი ვარდისფერი ელფერი სერიოზული სამედიცინო მდგომარეობის ნიშანია. ეს მიუთითებს შარდში სისხლის მნიშვნელოვან რაოდენობაზე და არის სერიოზული დაავადებების ნიშანი, მათ შორის შარდის ბუშტის ინფექცია და ზოგიერთ შემთხვევაში კიბოც კი. სასწრაფოდ უნდა მიმართოთ ექიმს!
მოწითალო ფერი: ეს ნიშნავს, რომ შარდი შეიცავს უამრავ სისხლს. უნდა მიმართოთ ექიმს!! არ გადადოთ
ყავისფერი: შარდის ეს ფერი გარკვეული მედიკამენტების შედეგია, როგორიცაა ანტიბიოტიკი, მეტრონიდაზოლი ან ანტიმალარიული ქლოროქინი.
ლურჯი ან მწვანე შარდი: ესაა ორგანიზმში ხელოვნური საღებავების გადაჭარბებული რაოდენობის შედეგი. გარდა ამისა, ეს შეიძლება მიუთითებდეს ისეთი წვრილმანი საკვების არსებობაზე, როგორიცაა ჟელე ან წამლები, რომლებიც ცნობილია მეთილენის ლურჯის შემცველობით. ეს სერიოზული არაფერია და შეგიძლიათ მოიშოროთ მეტი დატენიანებით ანუ მეტი სითხის მიღებით!
იყავით ყურადღებით და ნებისმიერი ცვლილების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს! ჯანმრთელობას გისურვებთ