ყურადღება! ერთმანეთში არ აურიოთ ეს საყოფაცხოვრებო პროდუქტები!! სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფორმაციაა..
ამის შესახებ უნდა იცოდე!
ზოგიერთი საყოფაცხოვრებო პროდუქტის კომბინაცია შეიძლება ძალიან საშიში იყოს. რადგან ზოგჯერ მათი კომბინაცია წარმოქმნის ტოქსიკურ გაზებს, რომლებიც ძალიან საშიშია ჩვენი ჯანმრთელობისთვის, განსაკუთრებით ფილტვებისთვის და ტვინისთვის.
სრულად წაიკითხეთ სტატია და გაიგეთ, ხელნაკეთი პროდუქტების რომელი კომბინაცია შეიძლება იყოს ძალიან საშიში თქვენი ოჯახის ჯანმრთელობისთვის.
ქლორის მათეთრებელი და ძმარი: ძმარი და ნებისმიერი სხვა მჟავა ქლორთან შერევისას ძალიან საშიშია. ეს კომბინაცია წარმოქმნის გაზს ქლორს.
მათეთრებელი და ამიაკი: ამ ორი პროდუქტის შერწყმისას გამოიმუშავებს ტოქსიკურ ორთქლს - ძირითადად ქლორამინებს. ისინი ძალიან საზიანოა თვალებისთვის და თქვენი სასუნთქი სისტემისთვის.
საცხობი სოდა და ძმარი: მიუხედავად იმისა, რომ ეს კომბინაცია კარგი გამწმენდია, ის ძალიან საშიშია თქვენი ჯანმრთელობისთვის. საცხობი სოდა რეაგირებს ძმარმჟავასთან, რომელიც შედის ძმარში. ეს ათავისუფლებს ნატრიუმის აცეტატს, წყალს და ნახშირორჟანგს. გარდა ამისა, ძმარი ასტიმულირებს სოდაში ბუშტების წარმოქმნას, რაც იწვევს აფეთქებას, თუ მათ რაიმე დახურულ ჭურჭელში შეურევთ ერთმანეთს.
წყალბადის ზეჟანგი და ძმარი: ეს კომბინაცია ჩვეულებრივ გამოიყენება დასუფთავებისთვის. მაგრამ ის ასევე ძალიან საშიშია, რადგან ეს ნარევი წარმოქმნის პერძმარმჟავას. ეს მჟავა ძალიან საშიშია ჩვენი ჯანმრთელობისთვის. მას შეუძლია მნიშვნელოვანი დაზიანება მიაყენოს კანს, თვალებს და სასუნთქ სისტემას.
ორი განსხვავებული გამწმენდი: ზოგიერთი ადამიანი აერთიანებს ორ განსხვავებულ საწმენდ საშუალებებს, როგორიცაა მაგ: უნივერსალური საწმენდი და იატაკის საწმენდი. მაგრამ თითოეულ ამ პროდუქტს აქვს თავისი უნიკალური დანიშნულება და მათმა გაერთიანებამ შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემები. ამიტომ ჯობს ცალ ცალკე გამოიყენოთ და არასოდეს არ შეურიოთ ერთმანეთში.