ორშაბათი, ნოემბერი 25, 2024
aviabiletebi aviabiletebi
aviabiletebi
Homeჯანმრთელობაბრონქული ასთმის მკურნალობა და რჩევები ასთმის შეტევისას, მდგომარეობის გასაუმჯობესებლად..!!

ბრონქული ასთმის მკურნალობა და რჩევები ასთმის შეტევისას, მდგომარეობის გასაუმჯობესებლად..!!

ბრონქული ასთმის მკურნალობა და რჩევები ასთმის შეტევისას, მდგომარეობის გასაუმჯობესებლად..!!

"მრავალი წლის განმავლობაში მაწუხებდა ასთმა. არანაირმა მკურნალობამ არ მიშველა. ერთ-ერთი შეტევის დროს საავადმყოფოში ვიწექი და იქ გავიცანი ქალი, რომელსაც ასევე ჰქონია ასთმა და თავი მოურჩენია სუნთქვითი ვარჯიშებით. მეორე დღესვე შევუდექი ვარჯიშს. დაავადებამ აშკარად უკან იწყო დახევა.

თუმცა პირველი შედეგების მისაღწევად თითქმის ნახევარწლიანი ვარჯიში დამჭირდა. პირველ კვირას მოხერხებულად უნდა დაჯდეთ სკამზე, მოდუნდეთ და ეცადოთ, იფიქროთ განკურნებაზე, ორგანიზმის გაწმენდაზე. ასეთი განწყობის შესაქმნელად 5 წუთი დაგჭირდებათ, ხოლო ვარჯიშისათვის 10 წუთი.

ცხვირით ჩაისუნთქეთ ნელა, ღრმად 8 წამის განმავლობაში. ჩასუნთქვისას უნდა გაბეროთ მუცელი. შემდეგ სუნთქვა 8 წამით შეაჩერეთ და მომდევნო 8 წამის განმავლობაში ნელ-ნელა ამოისუნთქეთ. ამრიგად, 10 წუთის განმავლობაში სულ 25 ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა გამოგივათ. პირველი კვირა ყველაზე რთულია. შეიძლება თავი ცუდადაც იგრძნოთ, მაგრამ ნუ შეწყვეტთ ვარჯიშს.

რამდენიმე სეანსის შემდეგ უსიამოვნო შეგრძნებები გაქრება და თქვენ იგრძნობთ ძალების მატებას. მეორე კვირას მოდუნებას ისევ 5 წუთი დაუთმეთ და ვარჯიშს — ისევ 10 წუთი, მაგრამ ჩასუნთქვა, სუნთქვის შეკავება და ამოსუნთქვა 10 წამი უნდა გაგრძელდეს. ამასთან, უნდა ჩაისუნთქოთ და ამოისუნთქოთ ხან ერთი ნესტოთი, ხან მეორით.

მესამე კვირიდან ვარჯიშის ტექნიკა იგივე რჩება, მაგრამ ჩასუნთქვა-ამოსუნთქვის ხანგრძლივობა 15 წამი და სუნთქვის შეჩერებისა — 10 წამია. მეოთხე კვირიდან: ჩასუნთქვა — 20 წამი, შეკავება — 10 წამი, ამოსუნთქვა — 20 წამი. ასეთი რიტმი უნდა შეინარჩუნოთ შემდეგშიც და გააგრძელოთ ვარჯიშები. გარწმუნებთ, აუცილებლად გამოჯანმრთელდებით".

ერთი შეხედვით ჩვეულებრივი სუნთქვითი ვარჯიშებია, მაგრამ რეალურად რომ დაიცვათ ყველა წესი დაგვერწმუნეთ შედეგი ცალსახად აღფრთოვანებულს დაგტოვებთ!.  რა უნდა იყოს ამაზე მარტივი და ეფექტური საშუალება?..

წყარო: სტატია მომზადებულია "კარაბადინზე" დაყრდნობით

კომპენსაცია ფრენებზე
კომპენსაცია ფრენებზე
ავიაბილეთები
Don`t copy text!