კვირა, ნოემბერი 24, 2024
aviabiletebi aviabiletebi
aviabiletebi
Homeჯანმრთელობაჩემმა სტილისტმა გამიზიარა თავისი მეთოდი, როგორ გავხადო თმა სქელი და ლამაზი:  ყოველთვის...

ჩემმა სტილისტმა გამიზიარა თავისი მეთოდი, როგორ გავხადო თმა სქელი და ლამაზი:  ყოველთვის მქონდა თმის პრობლემები, მაგრამ ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა.

ჩემმა სტილისტმა გამიზიარა თავისი მეთოდი, როგორ გავხადო თმა სქელი და ლამაზი:  ყოველთვის მქონდა თმის პრობლემები, მაგრამ ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა.

Თქვენ უნდა შეიძინოთ აფთიაქში ესენციალე ამპულაში (რომელიც ჩვეულებრივ გამოიყენება ღვიძლის უჯრედების აღსადგენად).

მას აქვს ვიტამინების დაბალანსებული შემადგენლობა, პლუს ფოსფოლიპიდები, იგიბშესანიშნავად ეხმარება  უჯრედის მემბრანას.  ეს არის ზუსტად ის, რაც დასუსტებულ თმის ძირებს სჭირდება.

ვინაიდან პრეპარატის შემადგენლობა შეიცავს როგორც წყალში, ასევე ცხიმში ხსნად ვიტამინებს, ისინი უნდა წაისვათ თმაზე ისეთ გარემოში, სადაც არის წყალიც და ცხიმიც.

მომზადების წესი: 

  • 1 ცალი კვერცხის  გული
  • 1-2 ჩაის კოვზი არაჟანი
  • 0,5 ამპულა ესენციალე

Დაიბანეთ თმა ჩვეულებრივ, კარგად შეიზილეთ თმაში  და დაუყოვნებლივ წაისვით ნარევი.

წაისვით სუფთა თმის ძირებზე, შეიზილეთ, შეიფუთეთ ცელოფნითა და პირსახოცით.
გააჩერეთ 1 საათი (მოკლე თმისთვის საკმარისია 1/3 ამპულა).

ნიღბის წასმიდან დრო რომ გავა დაახლოებით 10-15 წუთი, შემდეგ ჩამოიბანეთ მხოლოდ წყლით და გაიმშრალეთ ბუნებრივად (ფენის გარეშე).
გაიმეორეთ 3-5 ჯერ (კვირაში). ეფექტი შესამჩნევია მეორე დღეს.

შემოთავაზებული მეთოდი გამოცდილია ბევრი ადამიანის მიერ ( მშრალი, ცხიმიანი და ნორმალური ტიპის თმისთვის). თქვენი თმის მდგომარეობიდან გამომდინარე მიხვდებით როდის შეწყვიტოთ განოყენება.

შემოდგომაზე და ზამთარში თმას საკმაოდ ბევრი მტერი ჰყავს: ქარი, ყინვა, სველი თოვლი... ტენს ქუჩაში სიცივე ართმევს, ხოლო შენობაში - მშრალი ჰაერი.

ჩვეულებრივი ონკანის წყალიც კი ვნებს, რომ აღარაფერი ვთქვათ ფენზე, ქიმიურ საღებავებზე, სტრესებსა და არაბალანსირებულ რაციონზე. ღერები ხუნდება, სუსტდება, ბოლოები ეყოფა, იმუხტება და სხვადასხვა მხარეს გარბის.

როგორ დავუბრუნოთ თმას სილამაზე, სიმტკიცე და ბზინვარება, როგორ ავავსოთ იგი სასიცოცხლო ენერგიით? ეს საკმაოდ რთული ამოცანაა, რომლის გადასაჭრელად შამპუნი, თუნდაც საუკეთესო, საკმარისი არ არის.

ქუდი უბრალო სამკაული როდია

სიცივეში უქუდოდ სიარული თმას დიდ ზიანს აყენებს. სიცივე ავიწროებს სისხლძარღვებს, არღვევს თავის კანში სისხლის მიმოქცევას და ხელს უშლის თმის ღერების კვებას, თოვლსა და წვიმაში კი თმა სველდება და იწოვს იმ მავნე ნივთიერებებს, რომლებითაც გაჯერებულია ჰაერი.

კომპენსაცია ფრენებზე
კომპენსაცია ფრენებზე
ავიაბილეთები
Don`t copy text!